სამხრეთ აფრიკის საპორტო ქალაქ დურბანში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატასთან ერთად, სამხრეთ
აფრიკის კვაზულუ-ნატალის პროვინციის სავაჭრო-საინვესტიციო სააგენტოსთან თანამშრომლობით, უმასპინძლა სამხრეთ აფრიკა-საქართველოს ბიზნეს სემინარს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირების და განვითარების მიზნით.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა, დამსწრეთა წინაშე გააკეთა ვრცელი პრეზენტაცია საქართველოს სავაჭრო-საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.
ღონისძიება წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის ფარგლებში, ბექა დვალმა, უპასუხა სემინარის მონაწილეთა შეკითხებს საქართველოსა და ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ.
სეიმინარი დასრულდა მიღებით, რომლის დროსაც, საქართველოს საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული ღვინის უნიკალური სახეობებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამხრეთ აფრიკის, მათ შორის, კვაზულუ ნატალის პროვინციის ბიზნეს წრეების და აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლები.

















