logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი წყალტუბოს პროექტზე: არ არის აუცილებელი ადამიანი იყოს ეკონომისტი ან ბიზნესმენი, მიხვდეს, რამდენად მასშტაბურ და მნიშვნელოვან ინიციატივასთან გვაქვს საქმე
ივანე მაჭავარიანი წყალტუბოს პროექტზე: არ არის აუცილებელი ადამიანი იყოს ეკონომისტი ან ბიზნესმენი, მიხვდეს, რამდენად მასშტაბურ და მნიშვნელოვან ინიციატივასთან გვაქვს საქმე
07:58 06.11.2019
არ არის აუცილებელი ადამიანი იყოს ეკონომისტი ან ბიზნესმენი მიხვდეს, რამდენად მასშტაბურ და მნიშვნელოვან ინიციატივასთან გვაქვს საქმე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ,გადაცემა „არენაში“ წყალტუბოს აღორძინების პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას.

მისი თქმით, ათასწლეულების განმავლობაში, კურორტს მოპოვებული ჰქონდა საკმაოდ სერიოზული ნიშა არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ გამაჯანსაღებელი კუთხით.

„თუ შევხედავთ დღეს ტურიზმის სექტორში არსებულ მსოფლიო ტენდენციებს, დავინახავთ, რომ ის ძირითადად, უკავშირდება ეკოტურიზმს, გამაჯანსაღებელ ტურიზმს, ასევე, ახალი ტრენდია გასტრონომიული ტურიზმი. წყალტუბოს კი აქვს უნიკალური შესაძლებლობები და პოტენციალი, ორივე ეს მიმართულება ხარისხობრივად სხვა დონეზე ავიდეს. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს კურორტის 100-წლიანი ისტორია. თუ არ ვცდები, ეს ტურისტული ადგილი თავის პიკში მასპინძლობდა 600 ათასზე მეტ დამსვენებელს. ეს ძალიან დიდი რიცხვია. ამ რიცხვზე გასვლა პირველივე წლებში არ იქნება იოლი, თუმცა ეს ნიშა არსებობს და თუკი ადრე ეს ნიშა ივსებოდა რუსეთიდან ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, დღეს გამოკვეთილად ვხედავთ, რომ დიდია დაინტერესება ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ არის იაფი, ახლო და საკმაოდ კარგი ხარისხის. შესაბამისად, წყალტუბოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორებზეც, თუ რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე მნიშვნელოვანი თანხების ინვესტირება კურორტის განვითარებისთვის.

„ალბათ იმიტომ, რომ ეს საკმაოდ რისკიანი წამოწყებაა ბიზნესისთვის, რომელიც საკმაოდ ფრთხილია. პირველი რისკის აღება ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ასეთი ტიპის გარღვევა, როგორც წესი, იოლი გასაკეთებელი არ არის. სწორედ ამიტომაა დასაფასებელი ეს ინიციატივა, რომელსაც ყინულმჭრელის ეფექტი აქვს და დარწმუნებული ვარ, პროექტი სხვა ბიზნესის წარმომადგენლებსაც დააინტერესებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა