ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტოს ტექნოპარკში „TechSummit”- ი გაიმართება.
ორდღიან ღონისძიებას ტექნოპარკი უკვე მეორედ მასპინძლობს და მას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე გახსნის.
2018 წელს მიღწეული შედეგების გათვალისწინებით 2019 წელს დაგეგმილმა ღონისძიებამ საერთაშორისო ხასიათი შეიძინა და მასში მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება“Startup Battle”. გამარჯვებული სტარტაპები გაივლიან უფასო აქსელერაციის და ინკუბაციის პროგრამას პოლონეთსა და აზერბაიჯანში.
ღონისძიება 11:00 საათზე გაიმართება.

















