logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან აბრეშუმის გზის შემდგომ განვითარებაზე იმსჯელა
ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან აბრეშუმის გზის შემდგომ განვითარებაზე იმსჯელა
17:28 05.11.2019
საქართველო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სატრანსპორტო და ეკონომიკური

ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან, ლი სიაოფენგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრთან, ლი სიაოპენგთან საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გაძლიერების მიზნით სხვადასხვა სამუშაო ფორმატზე შედგა საუბარი.

ნათია თურნავას განცხადებით, შეიქმნა ერთობლივი ჯგუფი, რომელიც განიხილავს ჩვენი ტრანსკასპიურ მარშრუტის მოქცევას ჩინეთის შიდა სტრატეგიაში და ე.წ. პრიორიტეტულ მარშუტებს შორის და ეს იქნება გარკვეული ინდიკაცია ჩინური გადამზიდავი კომპანიებისთვის, რომ მეტწილად ისარგებლონ ჩვენი მარშუტით.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა ჩინეთის პრეზდენტის სი ძიანპინის „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივას და ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს 2017 წლიდან ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს და აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან მსგავსი ხელშეკრულება მსოფლიოს მხოლოდ 24 ქვეყანასთან გააჩნია.

„რეგიონში საქართველო ერთადერთია, ვისაც ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული“, - დასძინა ნათია თურნავამ.

როგორც ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, ჩინეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სატვირთო, სამგზავრო მარშუტების დივერსიფიკაციას და ტრანსკასპიური მარშუტი, სადაც ისტორიულად, საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებს, ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია.

„აქედან გამომდინარე, საქართველო ჩინეთის მთავრობის მხრიდან განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს გეოპოლიტიკური სტრატეგიული მდებარეობის გამო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთთან საქართველოს სავაჭრო ტვირთბრუნვა სულ უფრო იზრდება და მხოლოდ გასულ წელს ტვირთბრუნვის ზრდის მაჩვენებელმა 10%-ს მიაღწია.

„რეალურად ვხედავთ ტვირთბრუნვის ზრდას, რაც იმის შედეგია, რომ ძალიან დიდი ინვესტიციებს ვახორციელებთ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში, იქნება ეს საპორტო, სარკინიგზო ინფრასტრქტურა, თუ საგზაო ინფრასტრუქტურა.
განსაკუთრებით ხდება საექსპორტო ტვირთების დივერსიფიცირება და სწორედ ამის დასტურია, რომ შანხაის გამოფენაზე წარმოდგენილი ვართ საკმაოდ დიდი დელეგაციით, რომელიც იმ კერძო კომპანიებისგან შედგება, ვისაც ჩინეთისთვის საკუთარი პროდუქციის მიწოდება სურს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს საზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთ ყველაზე მარტივი პროცედურა, რომელსაც 3-დან 4 დღემდე სჭირდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია დერეფაში.

„სწორედ აქედან გამომდინარე, ჩინეთი მეტ მხარდაჭერა უცხადებს თავის გადამზიდავ კოპანიებს, ვინც ისარგებლებს ამ მარშუტით, სთავაზობს გარკვეულ სუბსიდიებს, სთავაზობს შეღავათიან ტარიფებს. შესაბამისად, ტრანსპორტის მინისტრთან ასევე ვისაუბრეთ, როგორ გაავრცელონ ეს მხარდამჭერი მიდგომები ჩინეთის სხვა ქალაქებიდან წამოსულ ტვირთებზეც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა