‘’ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრისგან დაპირება მივიღე, რომ
საქართველოსა და ჩინეთის საზღვაო სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამები უფრო გაფართოვდება და მეტ სტიპენდიას შესთავაზებს ქართველ სტუდენტებს’’ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან, ლი სიაოფენგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
.
მისი თქმით, ლი სიაოფენგთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მხარეებმა განიხილეს, მეზღვაურთა სერთიფიკატების ურთიერთაღიარება იყო.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვაო განათლების სფეროში გაცვლითი პროგრამები უკვე დაწყებულია და შანხაის საზღვაო უნივერსიტეტი უკვე სთავაზობს ჩვენს კურსდამთავრებულებს სტიპენდიებს.

















