logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან „შუა დერეფნის“ განვითარების შესაძლებლობები განიხილა
ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან „შუა დერეფნის“ განვითარების შესაძლებლობები განიხილა
15:18 05.11.2019
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია

თურნავა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს ლი სიაოპენგს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო კავშირების განვითარების საკითხებზე, მათ შორის, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში.

აღინიშნა, რომ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, საქართველომ და ჩინეთმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს ყველა სატრანსპორტო დარგის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაში.

კერძოდ, გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთის სატრანსპორტო კავშირები კიდევ უფრო განვითარდება, რათა უზრუნველვყოთ წვდომა მთავარ ბაზრებზე, ხელი შევუწყოთ მობილობას და ურთიერთკავშირებს ორივე მხარის სასარგებლოდ. მათ შორის, აზიასა და ევროპას შორის მოკლე და საიმედო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებისათვის, რაც თანხვედრაშია ,,Belt and Road” ინიციატივის ძირითად მიზნებთან.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით დაინტერესებულია სარკინიგზო - მულტიმოდალური გადაზიდვების შემდგომი განვითარებითა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე შუა დერეფნის, გავლით რეგულარული ბლოკ-მატარებლების ინტენსივობის გაზრდით.

აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში შუა სატრანზიტო დერეფნის გამოყენება გაიზარდა. მხოლოდ 2018 წელს, გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ მიაღწია 1332 TEUS- ს. უფრო მეტიც, 2019 წლის 9 თვის განმავლობაში უკვე მოხდა 1215 TEU -ს ტრანსპორტირება, რაც 2018 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 25.5% – ით მეტია.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მატარებლის რეგულარული მიმოსვლის დაწყება ლიანიუნგანგის პორტიდან სტამბულამდე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია შუა დერეფნის გასავითარებლად. ამასთან, 2019 წლის ოქტომბერში საპილოტე ბლოკ-მატარებელი გამოემგზავრა ჩინეთის ქალაქ სიანიდან ჩეხეთის დედაქალაქის პრაღის მიმართულებით. სიანის ლოგისტიკური კომპანიები მოწადინებული არიან, ეს მიმართულება რეგულარული გახადონ.


ნათია თურნავამ ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ახორციელებს შუა დერეფნის პოპულარიზების მიმართულებით. მათ შორის, პირდაპირი საკონტეინერო გემის მიმოსვლის დაწყება უკრაინასთან, მემორანდუმის გაფორმება რუმინეთსა და აზერბაიჯანთან, რათა ბათუმსა და რუმინეთის პორტ კონსტანცას შორის რეგულარული საფიდერო მიმოსვლა დაიწყოს.

ასევე მიმდინარეობს მუშაობა ბულგარეთთან საბორნე მიმოსვლის სიხშირის გაზრდაზე შავი ზღვაზე შეუფერხებელი მიმოსვლის უზრუნველყოფისათვის, რაც საშუალებას მოგვცემს, გვქონდეს უკეთესი წვდომა ევროპულ ბაზარზე და მოვიზიდოთ მეტი ტვირთი და სხვ.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რათა შუა დერეფანი ევროპასთან ვაჭრობისთვის ჩინეთის პრიორიტეტულ მარშრუტებს შორის მოხვდეს,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


შუა დერეფნის პოტენციალისა და მისი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმაც, მისი თქმით, აღნიშნულ მარშრუტს აქვს დიდი შესაძლებლობა და მას სჭირდება გამოყენება.

ლი სიაოპენგმა გაიზიარა ქართველი კოლეგის შეთავაზება, შეიქმნეს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს შუა დერეფნის შესაძლებლობების გაზრდასა და დღეს არსებული გამოწვევების აღმოფხვრაზე.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაძლიერებაზე ქვეყნებს შორის სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა