საქართველოს მთავრობის ინიციატივით, აშშ-ის წამყვან ტელევიზიებში (Fox News, CNBC და სხვა)
საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ექვსთვიანი სარეკლამო კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც 40 მილიონზე მეტ აუდიტორიას დაფარავს.
 
„კამპანიის მიზანია ამერიკულ აუდიტორიას გააცნოს საქართველო - მისი ეკონომიკური პოტენციალი და მნიშვნელოვანი როლი როგორც რეგიონის კარიბჭე, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კომერციული და სავაჭრო კავშირების მეტად გამრავალფეროვნებასა და გაღრმავებას“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
 
კამპანიის ფარგლებში  მომზადდა ვიდეორგოლი “Good For Business, Good for America,“ რომელიც აშშ-ის სხვადასხვა წამყვან ტელეარხებზე გადის.
 
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კამპანია აშშ -ში პირველად ტარდება და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოსთან  პარტნიორობით აწარმოებს.
 
კამპანიის პირველი ნაწილი  მიმდინარე წლის მაისი-ივლისის პერიოდში განხორციელდა, ხოლო მეორე ეტაპი  სექტემბერი-ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
 
 
ვიდეორგოლი: https://www.youtube.com/watch?v=mhxVrI0AR3Q                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












