logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი: იმისათვის, რომ ჩვენი ზღვისპირეთი კონკურენტუნარიანი გახდეს, ტურისტული სეზონი არ უნდა შემოიფარგლოს ზაფხულის თვეებით და მიმზიდველი გახდეს მაღალი მხარჯველობითუნარიანი ტურისტებისთვის
ბიძინა ივანიშვილი: იმისათვის, რომ ჩვენი ზღვისპირეთი კონკურენტუნარიანი გახდეს, ტურისტული სეზონი არ უნდა შემოიფარგლოს ზაფხულის თვეებით და მიმზიდველი გახდეს მაღალი მხარჯველობითუნარიანი ტურისტებისთვის
14:50 04.11.2019
„იმისათვის, რომ ჩვენი ზღვისპირეთი კონკურენტუნარიანი გახდეს, გადასაჭრელია ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანა - ტურისტული სეზონი არ უნდა შემოიფარგლოს ზაფხულის თვეებით, სასურველია 5-6 თვეს მიაღწიოს და მიმზიდველი გახდეს მაღალი მხარჯველობითუნარიანი ტურისტებისთვის” - მიიჩნევს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ჟურნალ „Entrepreneur“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ამ ორი მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ტურისტებს შევთავაზებთ უმაღლესი კლასის, ექსკლუზიურ სერვისებს სასტუმროს შიგნით და მრავალფეროვან, კარგად განვითარებულ გასართობ და საექსკურსიო ინფრასტრუქტურას სასტუმროს გარეთ. ისეთს და ისეთი ხარისხის, როგორსაც ვერ თავაზობენ რეგიონალური კონკურენტები.

მისი თქმით, ამიტომ გადააჭარბა ორმაგად „პარაგრაფში“ ჩადებულმა ინვესტიციამ დადგენილ კრიტერიუმს.

„ზამთრის ბაღი, გრანდიოზული აკვარიუმი, ხელოვნურად გამთბარი ზღვის წყლის დიდი აუზი, მშენებარე სოლარიუმი და სხვა ექსკლუზივები, რომლებიც უკვე აქვს ან დაგეგმილია და აუცილებლად დაემატება „პარაგრაფს“, სწორედ იმ მიზნით კეთდება, რომ სეზონი გახანგრძლივდეს და სხვაგან არ გავუშვათ პოტენციური ტურისტი. ამ ფარგლებში ვფიქრობთ მაღალი ხარისხის სპორტკომპლექსის მშენებლობაზეც „პარაგრაფსა“ და „ბლექსი არენას“ შორის ტერიტორიაზე, რათა შევძლოთ უცხო ქვეყნების ეროვნული ნაკრებებისა და კლუბების ზამთრის „შეკრებების“ მასპინძლობა. ზოგადად, მაღალი გადამხდელუნარიანობის ტურისტს, რომელიც, ორჯერ და სამჯერ მეტ ფულს დახარჯავს ქვეყანაში (და არა მხოლოდ სასტუმროში), რაც კარგი სტიმულია მთლიანი ეკონომიკისთვის, ძირითადად ხარისხი და სახელი იზიდავს და „პარაგრაფმა“ ამ მხრივაც მიაღწია წარმატებას. მოგეხსენებათ, რომ წელს, „პარაგრაფი“ მსოფლიოში უდიდესი ბრენდის „მარიოტის“ სასტუმროთა შორის ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი ზღვისპირეთის კონკურენტუნარიანობა და მიმზიდველობა. შესაბამისად, რომ შევაჯამოთ, ჩვენი ინვესტიციები ამ მიმართულებით გათვლილია ტურიზმის სფეროში ხარისხიანი ინფრასტრუქტურის და ზოგადად რეგიონის განვითარებისთვის და არა ორდინარული ბიზნეს ამოცანის - სწრაფი და, შეძლებისდაგვარად, დიდი მოგების მისაღწევად, რაც ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა ნებისმიერი სხვა ინვესტორისთვის, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ოჯახს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ფართო ჭრილში დაინახოს გარკვეული პრობლემები და აქვს სურვილი, დაეხმაროს ქვეყანას მათ გადაჭრაში, თავს უფლებას ვაძლევთ ამოცანები ამ ჭრილში დავინახოთ და დავგეგმოთ “ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან მისი თქმით, ანალოგიური მოდელია ჩადებული აბასთუმნის და წყალტუბოს განვითარების პროექტებშიც.

„რაც შეეხება განმუხურს, ვფიქრობ, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ დაგეგმილი ამ პროექტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და რომ ამ პროექტს ბიზნესთან შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს შეხება“ - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

მისი თქმით, ეს მოდელი საქველმოქმედო ხასიათისაა და შეიძლება ტურიზმის სექტორის სუბსიდირებად შეფასდეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა