logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი: ჩემს გააქტიურებას პოზიტიურად გამოეხმაურა ქართული ბიზნესი და აბასთუმანში დღეს „პარაგრაფთან“ ერთად 5 ახალი მაღალი დონის სასტუმრო შენდება
ბიძინა ივანიშვილი: ჩემს გააქტიურებას პოზიტიურად გამოეხმაურა ქართული ბიზნესი და აბასთუმანში დღეს „პარაგრაფთან“ ერთად 5 ახალი მაღალი დონის სასტუმრო შენდება
13:47 04.11.2019
„ჩემს გააქტიურებას პოზიტიურად გამოეხმაურა ქართული ბიზნესი და ამასთუმანში დღეს „პარაგრაფთან“ ერთად 5 ახალი მაღალი დონის სასტუმრო შენდება: „რუმსი“, „რედისონი“, „ქრაუნპლაზა“, „რედიქს ჯგუფის“ ორი სასტუმრო. ასევე შენდება საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმრო და საცხოვრებელ აპარტამენტები. უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ „Entrepreneur“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ მილიარდნახევარ ლარს მიაღწია.

„აბასთუმანში მხოლოდ ერთ სასტუმროს – „პარაგრაფს“ ვაშენებ. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსაც ვეხმარები დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ყველაზე მძიმე იქ ტუბერკულიოზის საავადმყოფოს პრობლემა იყო. უმძიმესი ავარიული ვითარება და უკიდურესი ანტისანიტარიის კერა, სადაც კედლების ღიობები ლეიბებით იყო ამოქოლილი, გამორიცხავდა რომელიმე კერძო ინვესტორის შესვლას. ამიტომ, პირველი რიგში ამ პრობლემას მივხედე. ძალიან სწრაფად, ერთ წელიწადში ავაშენეთ ახალი საავადმყოფო. მის ადგილზე კი, იმ ძეგლის აღდგენას ვგეგმავ, რომელიც ადგილობრივების გადმოცემით, აქ წლების წინ იყო განთავსებული“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მშენებლობის ეს ბუმი სავარაუდოდ ერთი წელი გაგრძელდება, ამასობაში, ინფრასტრუქტურაც სრულად მოწესრიგდება.

„მე დავპირდი ადგილობრივ მოსახლეობას, რომ შევიძენ და დავურიგებ ელექტრომანქანებს. მუნიციპალური სერვისებისთვისაც კი, ელექტრომანქანებს გამოვიყენებთ. ეს პროცესი 2021 წელს დასრულდება. ეს გახლავთ ის მოდელი, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა აბასთუმანში. სწორად დაგეგმილმა და დაწყებულმა პროცესმა დიდი ბიძგი მისცა ახალ, კერძო ინვესტიციებს, რომლითაც ყველა მხარე, რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა, მოგებული რჩებასწორედ ამ პოზიტიურმა გამოცდილებამ გამათამამა წყალტუბოს პროექტზე და, დარწმუნებული ვარ, აქაც აღმშენებლობის ძალიან სერიოზული პროცესი დაიწყება”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა