2012 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე 5761 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამ მაჩვენებლიდან ექსპორტი 1352 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო
იმპორტი – 4409 მლნ აშშ დოლარს.
აღნიშნულ პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3057 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი იყო.

















