logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვია
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვია
09:49 04.11.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია ესტონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და უწყების წარმომადგენლები ესტონეთის რესპუბლიკის საბაჟო და საგადასახადო საბჭოს ხელმძღვანელებს - ესტონეთის რესპუბლიკის საბაჟო და საგადასახადო საბჭოს გენერალურ დირექტორს, ვალდურ ლაიდს, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს, რაინ კუუსს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულები, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, გამოძიების წარმოება, მათი აღკვეთა და პრევენცია.

ქართველმა და ესტონელმა სამართალდამცველებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა: საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგია, ქვეყნის ეკონომიკის დაცვა საგადასახადო და საბაჟო სისტემაში არსებულ სამართალდარღვევებთან ბრძოლითა და მათი პრევენციით, გადასახადებისათვის თავის არიდება, დღგ-ს დაუსაბუთებელი დაბრუნება და აქციზური პროდუქციის უკანონო ბრუნვა.

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ E-Estonia-ს აღმასრულებელ ცენტრს და ინოვაციურ ჰაბს ტალინში, როგორც მისი ფუნქციონირების და მუშაობის პრინციპებს, ისე ზოგადად ესტონეთის პროგრესს ელექტრონული მმართველობის სფეროში.

სამსახურის უფროსის სოსო რამიშვილის განაცხადებით - „უწყებებს შორის, არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის სრულყოფა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ესტონეთში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო დანაშაულების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას. საგამოძიებო სამსახური მუდმივ მზადყოფნაშია ითანამშრომლოს კოლეგა უწყებებთან, გაუზიაროს მათ საკუთარი გამოცდილება და გაეცნოს მათ საუკეთესო პრაქტიკას. მსგავსი თანამშრომლობა არა მხოლოდ ჩვენს უწყებებსა და ქვეყნებს შორის სამომავლო პარტნიორობას, არამედ ერთიანი ძალებით დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს.“
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა