logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას ქალთა მეწარმეობის წახალისება წარმოადგენს
ეკატერინე მიქაბაძე: მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას ქალთა მეწარმეობის წახალისება წარმოადგენს
12:48 01.11.2019
„მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა არასაკმარისი ჩართულობა სამეწარმეო საქმიანობაში. მეწარმე ქალების წილი მამაკაცების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების არასაკმარისი ჩართულობით გამოწვეული ეკონომიკური შემოსავლის დანაკარგი 11 პროცენტს შეადგენს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ პროექტის „ბიზნესის ხელშეწყობის ჩართულობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

აღნიშნულ პროექტს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

თავის მისალმებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ფინანსური თუ არაფინანსური ინსტრუმენტებით აქტიურად უწყობს ხელს კერძო სექტორს კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, ეხმარება მათ ბიზნეს და სამეწარმეო უნარიანობის განვითარებასა და ფინანსური განათლების გაუმჯობესებაში. ეკატერინე მიქაბაძის თქმით, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ერთ-ერთ მიზანს ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღინიშნა, რომ 2015 – 2018 წლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 9380 ბენეფიციარი დაფინანსდა, რომელთა 40,3 პროცენტი ქალია. გარდა ამისა, ექსპორტიორი კომპანიების ტოპ-მენეჯმენტში წარმოდგენილთა 30 პროცენტი ასევე ქალია. აღნიშნული ბიზნეს - მიმართულებებია სურსათის წარმოება, საფეიქრო მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავეჯი, სათამაშოების წარმოება, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება, არქიტექტურა და დიზაინი. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას ქალთა მეწარმეობის წახალისება წარმოადგენს.

პრეზენტაციაზე ასევე მოხსენებები გააკეთეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ, პარლამენტარმა ნინო წილოსანმა და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა