logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: დღეს თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა უახლოესი წლების განმავლობაში გავაორმაგოთ
გიორგი გახარია: დღეს თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა უახლოესი წლების განმავლობაში გავაორმაგოთ
18:06 31.10.2019
დღეს თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა უახლოესი წლების განმავლობაში გავაორმაგოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შესაბამის დავალებას მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის უახლოეს სხდომაზე მიიღებენ.

გიორგი გახარიამ საუბრისას ხაზი გაუსვა თურქეთთან განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და თურქ ხალხს და მათ ლიდერს რესპუბლიკის დღე მიულოცა.

“დღევანდელი შეხვედრისას ჩვენ მრავალი საკითხი განვიხილეთ, უსაფრთხოების სფერო, კულტურული ნაწილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობის სფერო. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველო არის ენერგეტიკული, კულტურული ხიდი თურქეთისთვის მის მოძმე ქვეყნებთან, ასევე საქართველოსთვის თურქეთი არის ხიდი ევროპის მიმართულებით და ამ კონტექსტში ჩვენი ენერგოკორიდორების ფარგლებში თანამშრომლობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თურქეთის როლს როგორც შავი ზღვის, ისე უფრო ფართოდ რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში. დიდი მადლობა საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ აზრს, რომ რეგიონში ყველა კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, პრეზიდენტ ერდოღანთან დღევანდელი საქმიანი დისკუსია კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია იმ სტრატეგიული ურთიერთობისა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და არის საფუძველი სტრატეგიული საბჭოს უახლოეს პერიოდში განახლებისთვის.

გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილი და საქმიანი შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და იგი საქართველოში მიიწვია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა