logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: სექტემბერში მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია
ეკატერინე მიქაბაძე: სექტემბერში მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია
13:22 31.10.2019
„სექტემბერის თვის მაღალი ეკონომიკური ზრდა კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ, ეფექტიანმა რეფორმებმა და სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდამ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ 2019 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლის შეფასებისას.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო ზრდა 5.0 პროცენტს გაუტოლდა. რაც შეეხება 2019 წლის მე-3 კვარტლის რეალური ზრდას, აღნიშნული მაჩვებებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ის 5.7 პროცენტით განისაზღვრა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ პერსპექტივებსა და მოლოდინებზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ ახლახანს, სარეიტინგო კომპანია „S&P“-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი გააუმჯობესა და ამის მთავარ მიზეზად, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება დაასახელა. „რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ასევე ქვეყნის ინსტიტუციური სიძლიერე. რეფორმები, რომლებიც დაგეგმილია მიმდინარე და მომდევნო წლებისთვის, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ამასთანავე, ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო ინკლუზიურს გახდის - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა; ტრანსპორტი; ვაჭრობა; სასტუმროები და რესტორნები; დამამუშავებელი მრეწველობა; ჯანდაცვა. ამასთან, სექტემბერში ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდამ. კაპიტალური ხარჯები გაიზარდა 86%-ით და 489.7 მლნ. ლარი შეადგინა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ასევე გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, 15.2 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 129.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი მატება ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა