logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე: რეფორმები, ეკონომიკის მზარდი დივერსიფიკაცია, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და გიორგი გახარიას ფაქტორი ქმნის წინაპირობას, რომ ზრდის ტემპი გაიზრდება და მომავალ წელს მშპ 6-6,5%-ის ფარგლებში იქნება
გიორგი ცუცქირიძე: რეფორმები, ეკონომიკის მზარდი დივერსიფიკაცია, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და გიორგი გახარიას ფაქტორი ქმნის წინაპირობას, რომ ზრდის ტემპი გაიზრდება და მომავალ წელს მშპ 6-6,5%-ის ფარგლებში იქნება
13:18 31.10.2019
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2019 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, რომ არა 20-21 ივნისიდან განვითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენა, ეკონომიკური ზრდა მეტი იქნებოდა.

„წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის III კვარტალის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტით განისაზღვრა. ამასთანავე, 2019 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0 პროცენტს შეადგენს.

2019 წლის სექტემბერში, ეკონომიკურ ზრდაზე კვლავ პოზიტიურად ზემოქმედებდა საგარეო სავაჭრო ბრუნვაში წმინდა ექსპორტის დინამიკაც, რაც ექსპორტის 11.1%-იან ზრდაში აისახა, ხოლო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, ასევე, მნიშვნელოვნად - 15.7%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია მშპ-ის ზრდის კუმულატიური, ანუ სამი კვარტალის მაჩვენებელიც, რამაც 5% შეადგინა, აღემატება არა მხოლოდ გასული ორი წლის ზრდის ტემპს, არამედ ბოლო ხუთ წელიწადში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდა მიუთითებს წლის დასაწყისიდან აკრეფილ პოზიტიურ ტრენდზე, რომელიც სსფ-ის წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზე ისედაც მაღალია და აქედანაც ჩანს, რომ, რომ არა 20-21 ივნისიდან განვითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენა, რაც ტურისტულ ინდუსტრიაზე - ნეგატიურად, ხოლო ივლის-აგვისტოსთან შედარებით სექტემბერში ზრდის ტემპის შენელებაში აისახა, ეკონომიკური ზრდა მეტიც იქნებოდა.

პირველი სამი კვარტალის ზრდის ტენდენცია იმითაც არის ნიშანდობლივი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სექტემბერში ეკონომიკის ზრდის წლიური პროგნოზი უცვლელად - 4.6%-ზე დატოვა, რაც უპირველესად იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი უარყოფითი რისკების ზრდის ფონზე გაკეთდა, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო ომებით და გლობალურ პოლიტიკაში გამოწვეული დაძაბულობის გამო.

მისიის ბოლო შეფასებით ფისკალური რეფორმა სულაც რეგიონალურ დონეზე ერთ-ერთ წარმატებულ მოდელად არის აღიარებული, როგორც გადასახადის გადამხდელებისთვის კომფორტული გარემოს შექმნით, ისე ბიუჯეტის პროგნოზირებისა და გადასახადების მობილიზების თვალსაზრისით, რაც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების სწორ მიმართულებაზე მიუთითებს.

სწორედ მიმდინარე რეფორმების შედეგია, რომ ოქტომბერში წამყვანმა სარეიტინგო კომპანია S&P global reiting-მა ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ბიჯით BB-მდე გააუმჯობესა, სტაბილური პერსპექტივით, რაც პირველ რიგში ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ასახავს.

მიმაჩნია, რომ მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ეკონომიკის მზარდი დივერსიფიკაცია, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, რასაც ემატება პრემიერ გახარიას ფაქტორი, ქმნის იმის კარგ წინაპირობებს, რომ ზრდის ტემპი არა თუ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება და უკვე მომავალ წელს სავარაუდოდ საპროგნოზოზე მაღალ - 6-6.5% ფარგლებში იქნება“. - წერს გიორგი ცუცქირიძე.

საქსტატმა დღეს 2019 წლის სექტემბრის ეკონომიკური ზრდის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, 2019 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0 პროცენტს შეადგენს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა