logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, სანიმუშო უნდა იყოს
ნათია თურნავა: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, სანიმუშო უნდა იყოს
12:52 30.10.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა.

მინისტრი ადგილზე გაეცნო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოებს და მოქმედ ტერმინალებში არსებულ ვითარებას. ნათია თურნავასთან ერთად აეროპორტში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძეც იმყოფებოდა.

ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში არსებული აეროპორტების ინფრასტრუქტურა მაღალი სტანდარტების შესატყვისი და უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყნის სახე უნდა იყოს.
„ჩვენ ვმასპინძლობთ მილიონობით ტურისტს, გავზარდეთ ავიაკომპანიების რიცხვი და პირდაპირი ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებამდე, მაგრამ ამის საპირწონედ ჩვენი აეროპორტების ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მაღალი სტანდარტის შესატყვისი და კომფორტული როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რათა მათ უსფრთხოდ და კომფორტულად იმგზავრონ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო პროცესი, რომელიც გულისხმობს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აეროპორტების მოწესრიგებას.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ცოტა ხნის წინ ასევე იმყოფებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც გარკვეული ხარვეზებია გამოსასწორებელი, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

„თუმცა ჩვენ თვითკრიტიკულებიც უნდა ვიყოთ და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, უნდა იყოს სანიმუშო. დღეს დავათვალიერე აქაურობა, შენდება ახალი ტერმინალი, რომელიც გაისად შევა მწყობრში და ძალიან ბევრი საკითხი მოწესრიგდება. შესაბამისად, აქედან მგზავრობა გახდება უფრო კომფორტული და მიმზიდველი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

თუმცა, მისივე თქმით, დღესაც, არსებულ ვითარებაში, შესაძლებელია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკეთესად მოემსახუროს მგზავრებს, მოწესრიგდეს ელემენტარული დეტალები, როგორიცაა რიგები, სანიტარული პირობები, ავეჯის განახლება, რაც შეიძლება ტურისტებს თვალში მოხვდეთ და გარკვეულწილად, არ ეკადრება ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა