logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო როგორც ფისკალური რეფორმის წარმატებული მაგალითი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება
საქართველო როგორც ფისკალური რეფორმის წარმატებული მაგალითი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება
09:14 30.10.2019
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის, ავღანეთისა და პაკისტანის (MENAP) რეგიონული მიმოხილვა გამოაქვეყნა.

მიმოხილვაში ცალკე ჩანართი ეთმობა საქართველოში წარმატებით განხორციელებული ფისკალური რეფორმების ანალიზს - „ფისკალური რეფორმების გაკვეთილები საქართველოში“.

მიმოხილვის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის, ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციის შემცირებისა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით.

აღნიშნული გულისხმობს:

Ø საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩოს გაუმჯობესებას, მათ შორის, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების უნიფიცირების, ბიუჯეტის შესრულების პროცესის გაუმჯობესებისა და პროგრამული ბიუჯეტირების საშუალებით;

Ø ფისკალური წესების დანერგვას (2018 წელს წესების გაუმჯობესებას);

Ø საგადასახადო პოლიტიკისა და საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას;

Ø ანალიზის პროცესში დაფარვის არეალის გაზრდასა და ფისკალური რისკების იდენტიფიცირებას.

მიმოხილვაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული 2012 წლის შემდეგ მიღწეულ გაუმჯობესებაზე „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ და 2015-2017 წლებში მიღწეულ შედეგებზე როგორც აღნიშნულ ინდექსში, ისე საგადასახადო ეფექტიანობის მიმართულებით.

ანგარიშში საუბარია მარტივ საგადასახადო რეჟიმზე, რაც უზრუნველყოფს გადასახადების გადამხდელებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას.

მიმოხილვაში ასევე, ხაზგასმულია, რომ მოქნილი ფისკალური წესების საშუალებით, შეიზღუდა სახელმწიფო ვალის ზრდა და შემცირდა მთავრობის დანახარჯების მერყეობა, და რეფორმები მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარებითა და ადამიანური რესურსების განვითარებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები ადასტურებს, რომ მიღწეული პროგრესის მიხედვით, საქართველო უპირობო ლიდერს წარმოადგენს რეგიონში და ქვეყანა დასახელებულია როგორც ფისკალური რეფორმის წარმატებული მაგალითი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა