logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან ქისტაური: სასიამოვნოა, რომ სსფ და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს წარმატებას აღიარებენ
ლევან ქისტაური: სასიამოვნოა, რომ სსფ და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს წარმატებას აღიარებენ
19:10 29.10.2019
საბიუჯეტო და ფისკალურ სფეროში საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მართლაც შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა და შედეგებიც სახეზეა-ასე აფასებს ეკონომიკის დოქტორი ლევან ქისტაური სსფ-ს ანგარიშს, რომლის მიხედვით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში 2003 წლის შემდგომ საგადასახადო და ფისკალური კუთხით განხორციელებულ რეფორმებს წარმატების მაგალითს უწოდებს. მისი თქმით, ყველას გვახსოვს, რომ მუდმივად იყო საუბარი პრობლემებზე ბიუჯეტის შემოსავლების კუთხის, საბიუჯეტო ასიგნებების კუთხით, ბიუჯეტის სეკვესტრი კი ,,ტრადიციად" იყო ქცეული. იგეგმებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი და წინასწარვე იყო ცნობილი რომ საბიუჯეტო წელი სეკვესტრით დამთავრდებოდა.
"ბოლო 10-15 წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის, ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერების, საბიუჯეტო დისციპლისნის განმტკიცების, საგადასახადო-საბაჟო სფეროს მოწესრიგების და ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით.
შედეგი სახეზეა და სასიამოვნოა რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ამას აღიარებენ. "ფისკალური რეფორმების გაკვეთილები საქართველოში" სხვა განვითარებადი და გარდამავალი ქვეყნებისათვის შეიძლება ითქვას ქრესტოპმატიული სახელმძღვანელოს სახეს ატარებს"-განაცხადა ლევან ქისტაურმა
მისი თქმით, აუცილებელია რეფორმები უნდა გაგრძელდეს, ეს მუდმივი და უწყვეტი პროცესია. "დღეს კი ვართ ლიდერები ამ მიმართულებით, მაგრამ გაჩერება უკან სვლის ტოლფასი იქნება. კიდევ არის ბევრი სამუშაო საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის და პროცედურების გამარტივების კუთხით, პროგრამული ბიუჯეტირების კუთხით, სახელმწიფო ვალის მართვის კუთხით, მუნიციპალური ბიუჯეტების დაგეგმის და აღსრულების კუთხით, ანალიზის და პროგნოზის გაუმჯობესების მიმართულებით და ა.შ_"-აღნიშნა ქისტაურმა .
შეგახსენებთ, რომ სსფ-ს ანგარიშში, რომელიც ცენტრალური აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კავკასიის რეგიონს ეხება, "ქეის სთადის" სახით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები წარმატებულად არის შეფასებული.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა