logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რომან კაკულია - „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მსგავსი ფორმატების  რეალური შედეგი რეგიონის კეთილდღეობა შეიძლება გახდეს
რომან კაკულია - „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მსგავსი ფორმატების რეალური შედეგი რეგიონის კეთილდღეობა შეიძლება გახდეს
18:58 29.10.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის მისი ეკონომიკური განვითარებისთვის.


" ჩვენთვის, როგორც ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პოზიციონერობას საერთაშორისო ორგანიზაციებში, თუ ზოგადად მსოფლიოს წინაშე. ამ კუთხით მინდა შევხედოთ აბრეშუმის გზის ფორუმს. ძალიან ბევრი ითქვა თუ ჩვენთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას, ამ იდეებს, ამ გაგრძელებას აბრეშუმის გზის მონაწილეობის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ ყველა პარტნიორი ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის, ბიზნესის წარმომადგენლების ინტერესებს, სწორედ ამ ფორმატის შემდგომ განვითარებაში.


ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა აქ არის, რომ ეს გახდეს ტრადიცია და ჩენ გავხდეთ ასოცირებული ამ დიკუსიის ფორმატის მასპინძელი ქვეყანა".


რომან კაკულიამ ასევე ხაზგასმით თქვა, გამოწვევებით სავსე ეპოქაში რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ფორმატების არსებობა, -"ბოლო 20 წელია, განსაკუთრებით ამ საუკუნეში, მსოფლიო გლობალისტური ეკონომიკის პირობებში ძალიან მკაფიოდ ხედავს გამოწვას, როდესაც არსებული საერთაშორისო ინსტიტუციები, რომლებიც ეგრეთ წოდებული ნაციონალური მთავრობების პირობებში ჩამოყალიბდა, გლობალისტური ეკონომიკის გამოწვევებს ბოლომდე ვერ პასუხობს და ასეთ შემთხვევაში ასეთი ფორმატები უკვე სულ სხვა დატვირთვას იძენს, სადაც მყისიერი რეაგირების შესაძლებლობები არსებობს. ამდენად ასეთი ფორმატების მნიშვნელობა არის აბსოლუტურად სხვა, მზარდი და არანაკლები მნიშვნელობის ვიდრე საერთაშორისო ინსტიტუციები".



მისი განცხადებით, დღევანდელი ეკონომიკის გამოწვევაა ინკლუზიურობა, რომლის შესახებაც ფორუმზეც ხშირად საუბრობდნენ, ასევე ფორუმზე გაკეთდა აქცენტი ინფორმაციულ კორიდორზე და ტექნოლოგიებზე. ამასთან დაკავშირებით მან გაიხსენა სტატისტიკა, რომ ბოლო 30-40 წლის მანძილზე დედამიწის მოსახლეობა 3- 4 მილიარდიდან 6 მილიარდამდე და მეტადაც გაიზარდა. ერთი თაობის მასშტაბში დედამიწის მოსახლეობის გაორმაგების პირობებში, ის ინსტიტუციები, რომლებიც ცდილობენ გლობალურ ეკონომიკას თავიანთი სერვისი შესთავაზონ, ვეღარ პასუხობენ ამ გამოწვევებს, ამიტომ ასეთი ტიპის ფორმატების მნიშვნელობა სამომავლოდ სრულიად სხვა არის, -"მინდა ამას ყურადღება მივაქციოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ფორმატი იყოს ტრადიციული, ყველა ის გამოწვევა, რომელიც ამ ფორმატში დაფიქსირდა, ერთი მხრივ იმასაც აჩვენებს, რომ ჩვენი ორიენტირები სწორია ინფრასტრუქტურაზე, განათლებაზე, მაღალ ტექნოლოგიებზე, ინოვაციებზე, სტარტაპებზე, ყველაფერი გაჟღერდა აქ და გარკვეული გზამკვლევიც კი არის ის ჩვენი მთავრობის ორიენტაციისთვის.



ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ ცალსახად არის წარმოდგენილი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა მონაწილე ქვეყნის ძალიან მკაფიო ინტერესები.



იქ ერთ-ერთმა ძალიან მნიშვნელოვანმა მონაწილემ გააჟღერა კიდევაც, რომ ამ რეგიონის, ამ პროექტში მონაწილე ქვეყნების კეთილდღეობა შეიძლება გახდეს ძალიან რეალური შედეგი ამ ფორმატში ურთიერთთანამშრომლობისა. სწორედ ამისთვის მინდოდა გამესვა ხაზი", განაცხადა რომან კაკულიამ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა