logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: სამწლიანი გაზიფიცირების პროგრამის შედეგად იმერეთში გაზს დამატებით 60 სოფელი მიიღებს
ნათია თურნავა: სამწლიანი გაზიფიცირების პროგრამის შედეგად იმერეთში გაზს დამატებით 60 სოფელი მიიღებს
18:57 29.10.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კლდეეთში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ამ სოფელს ბუნებრივი აირი არასდროს მიეწოდებოდა.
მინისტრმა სოფლის მოსახლეობას პირადად გააცნო სამუშაოების მიმდინარეობის დეტალები და აღნიშნა, რომ გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში მხოლოდ იმერეთის რეგიონში 9 ათასამდე ოჯახის გაზიფიცირება მოხდება.
ამასთან, მინისტრმა უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინა მათ წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები. ნათია თურნავამ ასევე გაამახვილა ყურადღება აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე, აგრეთვე სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ბიზნესის სტიმულირების პროგრამებზე, რომელთა გამოყენებაც მიკრო და მცირე მეწარმეებსაც შეუძლიათ. მინისტრის განცხადებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ბუნებრივ აირს უკვე მომავალი წლის გაზაფხულზე მიიღებენ. მისი თქმით, გაზიფიცირება დამატებითი შესაძლებლობაა ამ სოფლების მცხოვრებლებისთვის, რათა მათ მცირე ბიზნესი განავითარონ, მათ შორის, გახსნან საოჯახო სასტუმროები და სხვა ობიექტები.
"ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ გაზიფიცირებას მთელი საქართველოს მასშტაბით. სამწლიანი გეგმის ფარგლებში დამტკიცებული იყო 226 დასახლებული პუნქტი, მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობისას, მოვახერხეთ დაფინანსების მოძიება და შედეგად 300-მდე დასახლებული პუნქტი იქნება გაზიფიცირებული. მათ შორის, იმერეთის მხარეში 60-მდე დასახლებული პუნქტი. მათ შორისაა პატარა სოფლები, როგორიცაა ტაბაკინი, ზედა კლდეეთი," - განაცხადა ნათია თურნავამ.
გაზიფიცირების 3-წლიან გეგმაში ცოტა ხნის წინ ცვლილება შევიდა და მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით 96 დასახლებული პუნქტით - 295-მდე გაიზარდა იმ დასახლებულ პუნქტთა რაოდენობა, სადაც სამი წლის განმავლობაში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კლდეეთში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აწარმოებს. ამავე პროექტში ასევე შედის სოფლები: ქვედა კლდეეთი, ტაბაკინი და თვრინი. ჯამურად, ოთხივე სოფელში 900 აბონენტს მიეცემა ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალება (ტაბაკინი 354 აბონენტი; ზედა კლდეეთი - 200 აბონენტი, ქვედა კლდეეთი - 216 აბონენტი, თვრინი - 92 აბონენტი). პროექტს კომპანია "გაზკონტრაქტი" ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები 2020 წლის მარტში დასრულდება, პროექტის ჯამური ღირებულება 2 079 919 ლარს შეადგენს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ შალამბერიძე და გაზიფიცირების სამსახურის უფროსი გიორგი კაპანაძე.











FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა