logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოსო არჩვაძე: განვაგრძობთ რეფორმებს, ვახორციელებთ სწორ ფისკალურ პოლიტიკას
სოსო არჩვაძე: განვაგრძობთ რეფორმებს, ვახორციელებთ სწორ ფისკალურ პოლიტიკას
18:33 29.10.2019
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციის შემცირებისა თუ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ რეგიონალურ მიმოხილვას ეხმაურება.
მისი თქმით, სავალუტო ფონდის შეფასება ადასტურებს, რომ სწორი ფისკალური პოლიტიკას ხორციელდება.

"როდესაც ვსაუბრობთ რა წარმატებებს მიაღწია ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციის შემცირებისა თუ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით და როგორია ამ კუთხით ჩვენი პარტნიორების შეფასებები, კიდევ ერთი პოზიტიური მაგალითია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 28 ოქტომბერს გამოქვეყნებული რეგიონული მიმოხილვა, სადაც ცალკე თავი ეთმობა საქართველოში წარმატებით განხორციელებული ფისკალური რეფორმების ანალიზს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მოქნილი ფისკალური წესების საშუალებით, შეიზღუდა სახელმწიფო ვალის ზრდა და შემცირდა მთავრობის დანახარჯების მერყეობა. გაუმჯობესდა საგადასახადო პოლიტიკა და საგადასახადო ადმინისტრირება. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველო მიღწეული პროგრესის მიხედვით, უპირობო ლიდერს წარმოადგენს რეგიონში და ქვეყანა დასახელებულია როგორც ფისკალური რეფორმის წარმატებული მაგალითი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეს შეფასება, ისევე როგორც ქვეყნის საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება, ვფიქრობ, ადასტურებს რომ ჩვენ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ჩვენ განვაგრძობთ რეფორმებს, ვახორციელებთ სწორ ფისკალურ პოლიტიკას, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას"-განაცხადა არჩვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა