logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე: წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს
გიორგი ცუცქირიძე: წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს
16:28 29.10.2019
"ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც. ფაქტია, რომ ლიბერალური საგადასახადო და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მიუხედავად მაინც ვერ მოხერხდა კერძო ინვესტიციების ფართო მოზიდვა ქვეყნის ამ მეტად მნიშვნელოვან რეგიონში. აბასთუმანის მაგალითმა აჩვენა, რომ განვითარების გეგმასთან ერთად, წამყვან როლს იძენს მსხვილი ინვესტიცია, რაც ასრულებს რა თავისებური ლოკომოტივის როლს, პროექტის წარმატების გარანტორი ხდება, რადგან საკუთარი მონაწილეობით აზღვევს სხვა კერძო ინვესტიციებს"-ამის შსახებ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წყალტუბოს პროექტი შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს რეგიონში, ხოლო კვალიფიციური კადრების გადამზადებას საგანმანათლებო ცენტრი უზრუნველყოფს.

"ამის საუკეთესო მაგალითია აბასთუმანი, რომლის რეაბილიტაციაც ანალოგიური მოდელზე აიგო და სადაც დღეს მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მხლოდ ერთს "პარაგრაფს" აშენებს, ხოლო დანარჩენი ხუთის, იქნება ეს "რუმსი", "რედისონი", "ქრაუნპლაზა", თუ "რედიქს ჯგუფის" სასტუმროების მშენებლობას უკვე სხვა ქართველი ბიზნესმენები ახორციელებენ. გარდა ამისა, ეს არის საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მაგალითი. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია, ხოლო სახელმწიფოს თანამონაწილეობა ინფრასტრუქტურის განვითარებით ხორციელდება.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს რეგიონში, ხოლო კვალიფიციური კადრების გადამზადებას საგანმანათლებო ცენტრი უზრუნველყოფს, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით შეიქმნება.
წყალტუბოს და აბასთუმანის განვითარება არ არის მხოლოდ რეკრეაციული ტურიზმი, რადგან ის ქუთაისთან ერთად გახდება კულტურული ტურიზმის მძლავრი კერა. ეს მოდელი საქართველოს ერთგვარ რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს, რაც კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო ტურიტულ ნაკადებს და ბუნებრივია, ქვეყნის შემოსავლესაც.
აბასთუმანის და ახლა უკვე წყალტუბოს განვითარებით ჩვენ მოვახდენთ ეკონომიკის აქტივობის გადანაწილებას დედაქალაქიდან დასავლეთ საქართველოში, შეკრავს ტურისტული ინდუსტრიის ერთიან რგოლს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო- ზემო სვანეთის, და რაჭის მიმართულებით.

სწორედ დედაქალაქში ეკონომიკური აქტივობის ზედმეტი კონცენტრაცია არის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი.

რაც არანაკლებ მნიშვნელოანია, ამ ტიპის ტურისტული ინდუსტრია, მომსახურების სერვისების განვითარებასთან ერთად, ეკონომიკის მომიჯნავე დარგების და პირველ რიგში აგროსექტორის და მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს, როგორც რეგიონში ისე მთლიანად ქვეყანაში. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით ეს პროექტი შექმნის რა ათასობით სამუშაო ადგილს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოგრაფიული და ადამიანური კაპიტალის განვითარების თვალსაზრისითაც"- განაცხადა ცუცქირიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა