logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა „მესაქონლეობის ექსპო“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა
ლევან დავითაშვილმა „მესაქონლეობის ექსპო“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა
17:15 26.10.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „მესაქონლეობის ექსპო“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს მესაქონლეობის პირველი გამოფენის ორგანიზებით, ქვეყანაში ახალი ტრადიიცის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის და ვრცლად ისაუბრა მესაქონლეობის დარგის განვითარებაში ღონისძიების მნიშვნელობის საკითხზე.

„დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ფერმერებს დარგში არსებული მიღწევების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც თანამედროვე მაღალპროდუქტიული ჯიშების და ტექნოლოგიების გაცნობას გულისხმობს. მოგეხსენებათ, მესაქონლეობის მიმართულება რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგში. შესაბამისად, მოხარული ვარ საქართველოში პირველი მესაქონლეობის გამოფენის ორგანიზებით და იმედი მაქვს, რომ ყოველწლიურად გამოფენის მასშტაბები და ღონისძიებაში ფერმერთა ჩართულობა ეტაპობრივად გაიზრდება“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში - ელიზაბეთ რუდმა მიმართა.

„მიხარია, რომ საქართველოში მესაქონლეობის პირველი გამოფენა იმართება, რომელიც ფერმერებს მათი ფერმერული შრომის საფუძველზე მიღწეული შედეგების წარმოჩენის და ახალი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მესაქონლეობის მიმართულების განვითარებით ქვეყანაში მდგრადი ეკონიმიკის მშენებლობის პროცესს“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

აღსანიშნავია, რომ „მესაქონლეობის ექსპო“ 2019-ის მიზანია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლის და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია და მათი მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება,რაც აუცილებელია, როგორც ქართული რძისა და ხორცის სექტორების მიმართ მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად ასევე, მათი შემდგომი განვითარებისთვის.

„მესაქონლეობის ექსპოს“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით მოქმედი 19 ფერმის ორმოცდაათამდე სხვადასხვა კატეგორიის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშების - ჰოლშტეინის, წაბლა შვიცის, ასევე ქართული ადგილობრივი ჯიშის - მეგრული წითელის მეწველი ფურები, დეკეულები და ხბოები იყვნენ წარმოდგენილი.

ღონისძიებაში ფერმერები, მსხვილფეხა საქონლის იმპორტიორები, მეცნიერები, ცხოველთა საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამმუშავებლები, ფინანსური ორგანიზაციები, პროფესიული და ინდუსტრიული ასოციაციები მონაწილეობდნენ.
დამთვალიერებლებს გამოფენა-შეჯიბრის ფარგლებში, ასევე ადგილობრივი ნედლი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტების დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის ასევე, საქართველოს მერძევეთა ასოციაციის ორგანიზებით და აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ პარტნიორობით გაიმართა, რომელსაც „LandO’Lakes Venture37“-ი და „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ ახორციელებს.

ღონისძიების გენერალურ სპონსორს- „საქართველოს ბანკი“; ოქროს სპონსორს -ცხოველთა ინოვაციური საკვების მწარმოებელი კომპანია- „ნუტრიმაქსი“ ხოლო, ვერსხლის სპონსორს -გლობალური კომპანია ცხოველთა თანამედროვე საკვების სფეროში - „სანო“ წარმოადგენდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა