logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ახალი საწარმო გაიხსნას
ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ახალი საწარმო გაიხსნას
18:30 25.10.2019
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა. ქართული ბუნებრივი ქვის გადამამუშავებელი საწარმო „ზოდი+“ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დაათვალიერა. გახსნის ღონისძიებას მინისტრთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდა.

„კიდევ ერთი ძალიან კარგი ინიციატივა განხორციელდა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით - კომპანია „ზოდი“ 2007 წლიდან არსებობს საქართველოს ბაზარზე და ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, წელს უფრო გაფართოვდა და სახელმწიფო პროგრამის დახმარებით კიდევ ერთი საწარმოო ხაზი გახსნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწარმო ამუშავებს მხოლოდ ქართულ, ადგილობრივ ბუნებრივ ქვას, მან ამ თვალსაზრისით ჩაანაცვლა იმპორტი და ემზადება ექსპორტზე გასასვლელად. ხაზგასასმელია ისიც, რომ კომპანია დამატებით ასაქმებს ათეულობით ადამიანს, გარდა იმისა, რომ 200 კაცი უკვე დასაქმებული ყავს“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის შეფასებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სწორედ ასეთი ადგილობრივი წარმოების გასაძლიერებლად და მეტი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ამ მიზანს ემსახურება არაერთი პროექტი, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში.“

„ზოდი“ ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან შიდა/გარე კარების და სარემონტო - მოსაპირკეთებელ მასალებს აწარმოებს. კომპანია 5 ფილიალით არის წარმოდგენილი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დასაქმებული ჰყავს 200-მდე ადამიანი და ამ ციფრს ყოველწლიურად ზრდის.

2018 წლიდან, კომპანიამ ახალი პროდუქტის წარმოების დაწყება გადაწყვიტა და იდეა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განახორციელა.

„ზოდის“ ახალი საწარმო თბილისში, გურამიშვილის ქ. #188 არის განთავსებული და უახლესი ტექნოლოგიის მანქანა-დანადგარებით არის აღჭურვილი. ამოქმედების პირველ ეტაპზე საწარმოში 20 ადამიანი დასაქმდა, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, უახლოეს პერიოდში კიდევ დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება. საწარმოს შესაქმნელად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. შპს „ზოდი +“ საქართველოს ეკონ­ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ­გლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

2019 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხოლოდ ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 329 პროექტი, ხოლო ინვესტიციის ჯამური მოცულობა 719.9 მლნ ლარს აღემატება. აღნიშნული პროექტები ჯამურად 12 340-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა