logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: როგორც ყოველთვის, ბატონი ჭიჭინაძე ვერ აყალიბებს სათქმელს, გაუგებარია მისი განცხადებები
ნათია თურნავა: როგორც ყოველთვის, ბატონი ჭიჭინაძე ვერ აყალიბებს სათქმელს, გაუგებარია მისი განცხადებები
15:16 25.10.2019
„ჩვენ გვებრძვის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამას ახორციელებს შავი კამპანიის სახით ჩემთან, სხვა ჩემს კოლეგებთან მიმართებაში და ამისთვის იყენებს სხვადასხვა მედიაპლატფორმას და სხვადასხვა, დროებით მოკავშირე რუპორს - საკმაოდ ოდიოზურ პირებს, როგორც ამ შემთხვევაში“, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას დავით ჭიჭინაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს ასეულ მილიონად შეფასებული სახელმწიფო ქონება 7 მილონ ლარად გასხვისდა, ხოლო 2010-2012 წლებში „თბილსრესი“ გაკოტრდა.

ნათია თურნავას განცხადებით, ასეთი ბრალდებების მიზანია, მოსახლეობაში შეიქმნას განცდა, თითქოს მთავრობაში პრობლემები არსებობს და ამ გზით მოხდეს მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა. „ეს სასაცილოა და არ გამოუვათ. თანაც მგონი ვერც მე და ვერც თქვენ ვერ გამოვიტანეთ ბოლომდე აზრი, რისი თქმა უნდოდა ბატონ ჭიჭინაძეს - ის ახსენებს „თბილსრესს“, ჩემს გვარს, სხვა გვარებს, მაგრამ, როგორც ყოველთვის ვერ აყალიბებს სათქმელს. ზოგადად მან ბოლო დროს თავი დაგვამახსოვრა ძალიან არასერიოზული განცხადებებით - ჯერ თბილისის აეროპორტის პრივატიზებას მაბრალებდა, როცა იმ პერიოდში მე საერთოდ არ ვმუშაობდი სამინისტროში, შემდეგ - საერთოდ თანამდებობიდან გადამდგარად გამომაცხადა ისე, რომ არც მთავრობას, არც პრემიერ-მინისტრს და არც კანცელარიას ჰკითხა რამე. როგორც ჩანს, ის აგრძელებს ამ ოპუსს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა განმარტა ე.წ. „თბილსრესის საქმის“ დეტალები. ნათია თურნავას ინფორმაციით, 10 წლის წინ, მისი „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ მუშაობის პერიოდში კომპანიამ აუქციონის გზით შეიძინა „თბილსრესი“, რომელიც იყო გაკოტრებული და საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში. „ჩვენი ამოცანა იყო, რომ აგვემოქმედებინა, ფეხზე დაგვეყენებინა ეს ობიექტი და თუ დღეს ის ჩვენი ელექტროენერგიის ერთ-ერთი გარანტირებული წყაროა, მიხარია, რომ ამაში ჩემი წვლილიც არის. შემდგომ, უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში პროკურატურას გაუჩნდა გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ აუქციონზე რამდენად ადეკვატურ ფასად იყო ეს ობიექტი შეძენილი და, ამ პროცესში, გამოკითხვაში ჩაერთო უამრავი ადამიანი, მათ შორის მეც - ყოველთვის მომხრე ვარ, რომ თუკი რაიმე კითხვები არსებობს, გამოძიებას დავეხმაროთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


ნათია თურნავას განმარტებით, გამოძიების მხრიდან დასმულ კითხვაზე მისი პასუხი იყო უარყოფითი. „როგორც მენეჯერს, არ შეიძლებოდა, რომ მე მქონოდა ეს ინფორმაცია და ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ამის შემდეგ ჩემს მიმართ ყველა კითხვა ამოიწურა. ეს არის მთელი ისტორია, რომლის გაცოცხლებასაც ახლა `ნაციონალური მოძრაობისგან~ შეგულიანებული ბატონი ჭიჭინაძე ცდილობს, მაგრამ ეს სასაცილოა და არაფერი გამოუვა“, - განაცხადა მან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა