logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: doing business-ის რეიტინგზე - ეს და სხვა რეიტინგები ძალიან კარგი კომპასია, რომელიც პოტენციურ ინვესტორს სწორ მიმართულებას უჩვენებს
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: doing business-ის რეიტინგზე - ეს და სხვა რეიტინგები ძალიან კარგი კომპასია, რომელიც პოტენციურ ინვესტორს სწორ მიმართულებას უჩვენებს
20:41 24.10.2019
„ეს და სხვა რეიტინგები ძალიან კარგი კომპასია, რომელიც პოტენციურ ინვესტორს სწორ მიმართულებას უჩვენებს”- განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ მსოფლიო ბანკის doing business-ის რეიტინგების კომენტირებისას.

მისი თქმით, „ეს რეიტინგები ცვლის ჩვენს ცხოვრებას, თუმცა, ცხადია მყისიერად არ აისახება უბრალო ადამიანების ცხოვრებაზე”

„ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მე-6 ადგილზეა და გვისწრებს ერთი საფეხურით, ჩვენ ვართ მე-7 ადგილზე და ჩვენს ქვემოთ არის დიდი ბრიტანეთი, ნიშნავს იმას, რომ პოტენციური ინვესტორები ცხადია ამას უყურებენ. ეს არ არის მყისიერად გადამწყვეტი მომენტი იმისათვის, რომ ინვესტორი შემოვიდეს და აქ რაღაც ააშენოს, ან ინვესტიციები ჩადოს, მაგრამ ეს და სხვა რეიტინგები არის ძალიან კარგი კომპასი. კომპასი, რომელიც უჩვენებს პოტენციურ ინვესტორს სწორ მიმართულებას. ცხადია, როდესაც ქვეყანაში სერიოზული ინვესტორი შემოდის, მხოლოდ ამ რეიტინგებს არ უყურებს და უამრავი ინფორმაცია კიდევ უნდა მოიპოვოს იმ სფეროდან გამომდინარე, რომელშიც ინვესტიციებს დებს, კანონმდებლობა შეისწავლოს, რა სიტუაციაა ქვეყანაში, მაგრამ ეს არის კარგი ინდიკატორი, თუ რა ხდება ქვეყანაში. ერთი საფეხურით აწევა და ჩამოწევა არაფერს არ ნიშნავს. მაგალითად იგივე გაკოტრების შესახებ კანონმდებლობაა შესაცვლელი. იმიტომ, რომ იქ საკმაოდ ქვევით ვართ, 45-ე თუ 46-ე ვართ. ეს რა თქმა უნდა გააუმჯობესებს ამას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეიტინგი, მაგრამ doing business-ს აქვს ერთი თვისება - რბოლასავით არის, შენ შეიძლება იყო კარგი ქვეყანა და ძალიან კარგი ბიზნეს გარემო გქონდეს, მაგრამ ვიღაც ქვეყანამ უფრო მეტი რეფორმა გაატარა იმ წელს და შესაბამისად შეიძლება გადაგისწრო. ის, რომ სხვა შენზე კარგად გარბის და შენ ცოტა ნელა, ეს არ ნიშნავს, რომ შენ ცუდად გარბიხარ. უბრალოდ იმან გადაგისწრო იმ მომენტში” - განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

მისი თქმით, „ფიტჩის“ და „სტანდართ ენდ ფუარსის “ რეიტინგები ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად აგვეწია და BB გახდა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ორი ნაბიჯიღა დაგვრჩა საინვესტიციო რეიტინგამდე, საკმაოდ რთული ნაბიჯებია გადასადგმელი, მაგრამ ის, რომ წინ მივიწევთ არის ძალიან კარგი"- განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა