logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი: 2012 წელთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში გაზრდილია თითქმის 40 პროცენტით
ბექა ლილუაშვილი: 2012 წელთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში გაზრდილია თითქმის 40 პროცენტით
20:38 24.10.2019
ეს არ არის სწორი ინტერპრეტაცია და არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მოდელირებული, დამახინჯებული რეალობა მიაწოდონ საზოგადოებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, 2012 წელთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში გაზრდილია თითქმის 40 პროცენტით და სავალუტო ფონდის მონაცემებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეს მონაცემები 28 პროცენტით გაიზრდება.
„ბატონ ჯაფარიძეს შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა, რამდენით გაიზარდა 2012 წლის შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე, მაგალითად, გამოხატული თურქულ ლირაში, რაც აბსოლუტურად არასერიოზულია, იმიტომ, რომ ამ მაჩვენებლის შეფასებისთვის არ გამოიყენება ნომინალურად, ამერიკული დოლარის ვალუტა. ამ მაჩვენებლის შეფასებისთვის გამოიყენება ისეთი მეთოდი, რომელიც დამკვიდრებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მიერ, ეს არის საერთაშორისო დოლარის მაჩვენებელი და ამ მაჩვენებლით იმისთვის, რომ ერთი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შევადაროთ მეორე ქვეყნის იმავე მაჩვენებელს, გამოიყენება სწორედ ეს მაჩვენებელი და არა რომელიმე ნომინალური ვალუტა რომელიმე ქვეყნის. ამ მაჩვენებლით 2012 წელთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში გაზრდილია თითქმის 40 პროცენტით, რაც ბუნებრივია, პროგრესია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება, დაახლოებით 28 პროცენტით“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან 2019 წლამდე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ არ გაზრდილა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა