logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალურ ორგანოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალურ ორგანოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
18:33 24.10.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ და გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალური უწყების (Bundesaufsichtsamt für Flugsicherung - BAF) დირექტორმა, პროფესორმა ნიკოლაუს ჰერმანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან მჭიდრო თანამშრომლობაზე სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობასთან დაკავშირებული ICAO-ს სტანდარტების და ერთიანი ევროპული ცის (SES) რეგულაციების დანერგვის კუთხით.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მონაცემებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების და სასწავლო დაწესებულებების ზედამხედველობა და სერტიფიცირება, სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელები, საჰაერო მოძრაობის, კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებების ზედამხედველობა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების სერტიფიცირება, აგრეთვე საჰაერო სივრცის მოქნილი სარგებლობის მიზნით, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციას შორის კოორდინაცია და სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე დაბრკოლებების შესახებ ინფორმაციის მართვა. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება შეხვედრებისა და სემინარების, ასევე გასვლითი ვიზიტების ორგანიზება ორივე უწყებაში.

მემორანდუმს ხელი თბილისში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მოეწერა ხელი. შეხვედრაზე, დადებითი შეფასება მიეცა ქართული მხარის აქტივობებს ICAO-ს მე-40 ასამბლეის ფარგლებში, მათ შორის აღინიშნა განზრახულობათა ოქმის გაფორმება SESAR-თან საჰაერო მოძრაობის მართვის მოდერნიზების და ეფექტურობის გაუმჯობესების საკითხებზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა