logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ხატია წილოსანმა ENPARD - ის ორწლიანი პროექტის დახურვის კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა
ხატია წილოსანმა ENPARD - ის ორწლიანი პროექტის დახურვის კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა
18:17 24.10.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ENPARD - ის ორწლიანი პროექტის „სოფლის განვითარების მოდელირების სრულყოფა საქართველოში“ დახურვის კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და პარტნიორ ორგანიზაციებს პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის და ყურადღება პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ჩვენი ქვეყნის გაცხადებული პრიორიტეტია ევროპული მომავალი და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება სოფლის განვითარების და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროექტი. ENPARD - ის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შედეგები რომელიც მიღწეულ იქნა პროექტის ფარგლებში, დარგის მდგრად განვითარებაზე აისახება“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ მიმართა.

„მინდა მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, სამი წარმატებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ მათ ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება და 600 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა შეძლეს. ევროკავშირი მოხარულია, რომ LEADER მიდგომა, რომელიც წლებია ევროკავშირში სოფლის განვითარების სტიმულირებისთვის გამოიყენება, საქართველოშიც მუშაობს. მოუთმენლად ველით ამ მიდგომის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“, - განაცხადა ვინსენტ რეიმ.

კონფერენციის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივების გამოფენა დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ პროექტს, რომელსაც ორგანიზაციები „მერსი ქორფსი“, „ფიფლ ინ ნიდ“და „ქეა ავსტრია“, სოფლის განვითარების ევროპულ ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებდა, 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მისი მიზანი ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში თემზე ორიენტირებული სოფლის განვითარების მიდგომის ხელშეწყობა იყო.

მნიშვნელოვანია, რომ სოფლის განვითარებაზე ორიენტირებული საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარებით, პროექტმა ხელი შეუწყო აღნიშნულ სამ მუნიციპალიტეტში, ევროპული LEADER მიდგომის დანერგვას, რომლის საფუძველზეც ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ჩამოყალიბდა, ადგილობრივი განვითარების სტრატეგია შემუშავდა და ევროკავშირის გრანტების გაცემა 200-ზე მეტი ინიციატივისთვის განხორციელდა.
კონფერენციას საჯარო, კერძო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა