logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე: ქვეყნის 14 წლიანი შეფასების მანძილზე, მსოფლიო ბანკმა საქართველოში ბიზნესის დაწყება პირველად შეაფასა საუკეთესოდ
გიორგი ცუცქირიძე: ქვეყნის 14 წლიანი შეფასების მანძილზე, მსოფლიო ბანკმა საქართველოში ბიზნესის დაწყება პირველად შეაფასა საუკეთესოდ
16:35 24.10.2019
ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ბიზნესის კეთების რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ქულები არცერთ ინდიკატორში არ შემცირებულა. მისივე თქმით, 14 წლიანი შეფასების მანძილზე მსოფლიო ბანკმა საქართველოში ბიზნესის დაწყება პირველად შეაფასა საუკეთესოდ .

"ბიზნესის კეთების რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ქულები არცერთ ინდიკატორში არ შემცირებულა, მხოლოდ გაუმჯობესდა და შენარჩუნდა.
მიმდინარე წლის ოქტომბერში სამი მნიშვნელოვანი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიურად შეფასდა. თვის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა "მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო "კორუფციის კონტროლის" მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყანებს შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში შევიდა. შემდეგ წაყვანმა სარეიტინგო კომპანიამ S&P ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გააუმჯობესება BB- დან BB მდე, სტაბილური პერსპექტივით, რითაც პრაქტიკულად მივუახლოვდით გაცილებით მაღალ საინვესტიციო რეიტინგს.

სწორედ ამ დადებითი ტენდენციის გაგრძელებას წარმოადგენს მსოფლიო ბანკის "ბიზნესის კეთება - 2020" რეიტინგში გაუმჯობესებული პოზიციაც.
საქართველო კვლავ ბიზნეს გარემოს გამაუმჯობესებელ, წარმატებულ ქვეყანათა ტოპ ათეულშია. მსოფლიო ბანკის "ბიზნესის კეთების" 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის სარეიტინგო ქულა 0.2 პუნქტით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის რეიტინგის მიხედვით, საქართველო 2020 წელსაც ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის 23 ქვეყანას შორის კვლავ ლიდერია და პირველ პოზიციაზე იმყოფება.

ნიშანდობლივია, რომ რეიტინგის 10 ინდიკატორიდან ქულები გაუმჯობესდა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, ხოლო საქართველო რეიტინგში 3 ინდიკატორის მიხედვით, რაც დიდწილად განსაზღვრავს საინვესტიციო მიმზიდველობას, მსოფლიოს წამყვან 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის. ეს ინდიკატორებია: ბიზნესის დაწყება (მე-2 ადგილი), ქონების რეგისტრაცია (მე-5 ადგილი) და მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა (მე-7 ადგილი).

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ქვეყნის 14 წლიანი შეფასების მანძილზე მსოფლიო ბანკმა საქართველოში ბიზნესის დაწყება პირველად შეაფასა საუკეთესოდ - მხოლოდ ერთი პროცედურით და იმავე დღეს ანუ საქართველოში ბიზნესის დაწყება მხოლოდ ერთი პროცედურით იმავე დღეს არის შესაძლებელი.
ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის 2 პოზიციით დაწინაურება გადასახადების გადახდის ინდიკატორში, სადაც საქართველომ მე-14 ადგილი დაიკავა. საქართველოს საგადასახადო სისტემის ადმინისტრირების სიმარტივე, მათ შორის დღგ-ს რეფორმა, უზრუნველყოფს გადასახადის გადახდის კომპონენტში მნიშვნელოვან წინსვლას, რაც განპირობებულია საგადასახადო ანგარიშგებისთვის საჭირო დროის შემცირებით. სწორედ ნაკლები დრო ნიშნავს გამოთავისუფლებულ რესურსს და ახალ შესაძლებლობებს ინოვაციური მიდგომების დანერგვისკენ, რაც ქართული კომპანიების განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია ქვეყნის სარეიტინგო ქულების გაუმჯობესებები რეიტინგის ინდიკატორების რაოდენობის თვალსაზრისით. 2020 წლის შეფასებით საქართველოს ქულები არცერთ ინდიკატორში არ შემცირებულა, მხოლოდ გაუმჯობესდა და შენარჩუნდა.
მსოფლიო ბანკის რეიტინგის ინდიკატორებში ასახული წინსვლა ადასტურებს საერთაშორისო შეფასებებს, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმატორი ქვეყანა. ამავე დროს, ქვეყანაში მიმდინარე სისტემური რეფორმები, სახავს კარგ პერსპექტივებს, რომ უკვე უახლოეს წლებში ქვეყნის საერთაშორისო პოზიცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც პოზიტიურად აისახება ინვესტიციების გაზრდილ ნაკადებზე, დასაქმებაზე და ეკონომიკურ ზრდაზე მთლიანად"-განაცხადა ცუცქირიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა