logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველოს ისტორიულად საუკეთესო მონაცემი აქვს
ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველოს ისტორიულად საუკეთესო მონაცემი აქვს
12:58 24.10.2019
ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველოს წელს ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო კორპორაციის (IFC) კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ახალი კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს საუკეთესო ათეულში. ქვეყნის სარეიტინგო ქულა 0.42 პუნქტით გაუმჯობესდა და ის მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა. ამ შედეგებით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, ბელგია და სხვ. ერთადერთი ქვეყანა, რომლის რეიტინგიც შარშანდელთან შედარებით საქართველოზე მეტად გაუმჯობესდა, ამერიკის შეერთებული შტატებია.

საუკეთესო მონაცემი ქვეყანას ბიზნესის დაწყების ინდიკატორის მიხედვით აქვს, რის შედეგადაც კვლავ ინარჩუნებს მეორე ადგილს. ამ კუთხით წლევანდელი მონაცემი განსაკუთრებულია − ქვეყანა ყველაზე მეტად დაუახლოვდა იდეალურ მაჩვენებელს, გაზარდა სარეიტინგო ქულა და მაქსიმალური ასი ქულიდან 99,6 ქულა მიიღო. ამასთან, წელს პირველად მიიღო საუკეთესო შეფასება − მხოლოდ ერთი პროცედურა და ერთი დღეა საჭირო ბიზნესის დასაწყებად, რაც მსოფლიოს 190 სახელმწიფოდან მხოლოდ ორ ქვეყანაში - ახალ ზელანდიასა და საქართველოშია შესაძლებელი.

გაუმჯობესებაა ქონების რეგისტრაციის ინდიკატორის მიხედვითაც. სარეიტინგო ქულა 0,04 პუნქტით გაიზარდა და მან 92,9 შეადგინა. ამ მონაცემით საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს პირველ ხუთეულში.

საქართველომ სარეიტინგო ქულა გააუმჯობესა გადახდისუუნარობის მართვის მაჩვენებელშიც. შარშანდელი მონაცემი − 56.03 ქულა 56.2-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოიმატა კრედიტორთა მოთხოვნის სრული და დროული დაკმაყოფილების მაჩვენებელმა, შემცირდა საქმეთა წარმოების ვადა, გაიზარდა რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალეების რიცხვი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლები აქვს ქონების რეგისტრაციის ინდიკატორის ორი კრიტერიუმის − პროცედურის რაოდენობის და დროის − მიხედვით.
საქართველოს მთავრობამ უკვე განახორციელა და კვლავ აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლების რეიტინგში. დაგეგმილია ფართომასშტაბიანი რეფორმები გადახდისუუნარობის კანონმდებლობის რეფორმის მიმართულებით.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, ასრულებს მუშაობას ახალ სააღსრულებო კოდექსზე, რომელიც მთლიანად შეცვლის სააღსრულებო სისტემას და ქვეყანა შერეული მოდელიდან ერთიან სააღსრულებო სისტემაზე გადავა, აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგს კი, აღმასრულებელთა პალატა გაუწევს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა