logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ავსტრიელმა ჟურნალისტებმა ჯიღაურას ბაზა დაათვალიერეს
ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ავსტრიელმა ჟურნალისტებმა ჯიღაურას ბაზა დაათვალიერეს
21:34 23.10.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მაქს ჰიგელსბერგერმა, ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ, ზემო ავსტრიის სამთავრობო დელეგაციის წევრებმა და ავსტრიელმა ჟურნალისტებმა დაათვალიერეს. სტუმრები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას, ბაზაზე გაშენებულ ვაზის საკოლექციო ჯიშებს და ცენტრის საქმიანობას გაეცნენ. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ავსტრიელ სტუმრებს ხორბლის კულტურის მოძიება-აღდგენის, გენბანკის შექმნისა და ქვეყანაში არსებულ მარცვლეული კულტურების სერტიფიცირების სისტემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ავსტრიის როგორც სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, ასევე კერძო კომპანიებთან. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ისეთი მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას. ავსტრიულ მხარესთან გაღრმავდება ურთიერთობა თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების, ასევე გენეტიკური რესურსების მოძიებისა და დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

საქართველოში 5 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ზემო ავსტრიის სამთავრობო დელეგაცია და მედიის წარმომადგენლები ღვინის ინდუსტრიის, ადგილობრივი წარმოების, ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარებას ეცნობიან.
„საქართველოს ღვინის წარმოების დიდი კულტურა და ტრადიციები აქვს. გვსურს, საქართველოს აღმავლობის პროცესს ხელი შევუწყოთ. ჩვენ დავინახეთ თუ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ვაზის ენდემურ ჯიშებს, თითოეული ჯიშის მოძიებას და აღდგენას; ერთად დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ჩვენი ვიზიტის მიზანი, სწორედ ახალი კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა“, - განაცხადა ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მაქს ჰიგელსბერგერმა.

ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 450-მდე ქართული და 350 უცხოური ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა