logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
Cerberus Frontier-ის უფროსი მმართველი დირექტორი საქართველოზე: რეგიონში ყველაზე კარგი ბიზნესგარემო აქაა და შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა
Cerberus Frontier-ის უფროსი მმართველი დირექტორი საქართველოზე: რეგიონში ყველაზე კარგი ბიზნესგარემო აქაა და შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა
16:22 23.10.2019
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო ბაზრის შეფასებას განაგრძობენ. მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობის პანელზე, Cerberus Frontier-ის უფროსმა მმართველმა დირექტორმა, ალექსანდერ ბენარდმა საქართველოს მიმართ კომპანიის ინტერესზე და ბიზნესისთვის მიმზიდველ სექტორებზე ისაუბრა.

ამერიკული საინვესტიციო, ე.წ. ექვითი კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე კარგი ბიზნესგარემო აქვს და ქვეყანა მათთვის საინტერესოა. „CEREBUS-ი გახლავთ დიდი ამერიკული კერძო კაპიტალის ფირმა, ჩვენ ვფლობთ ბიზნესებს ამერიკაში, ჩვენ ასევე ამერიკაში გვაქვს მაღაზიები, საავადმყოფოები, ვართ „დოიჩე ბანკის” და “კონვერს ბანკის” აქციონერები, გვაქვს 45 მილიარდიანი ბიზნესი სხვადასხვა სექტორებში. ჩემი როლი, როგორიც თანახელმძღვანელის, CEREBUS-ში გახლავთ, აღმოვაჩინო მსოფლიოში ნაკლებად ცნობილი ადგილები. ვპოულობ ქვეყანას, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით არ არის სათანადოდ შეფასებული და არ შედის ბაზარზე შესაბამისი ინვესტიციები. ჩვენ გვინდა, ვიპოვოთ ასეთი ქვეყნები და დავდოთ ფსონი მათზე. მე ვეძებ ისეთ ბაზრებს, რომლებიც გაცილებით უკეთესია, ვიდრე არსებობს ზოგადი აღქმა მათ მიმართ. ასეთი შესაძლებლობები მე ვიპოვე საქართველოში. ევროპაში უკეთესად იცნობენ საქართველოს, ამერიკაში თუ ჰკითხავთ ადამიანს, რა არის საქართველო, გიპასუხებენ, რომ ეს არის პატარა ქვეყანა რთული მეზობლებით, მაგრამ როცა აქ ჩამოხვალ და თავად ნახავ, ფიქრობ, რომ ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ ასეთი აღქმიდან. სასტუმროში ხარ და ფიქრობ, რომ ნიუორკში ან ლონდონში ხარ, ამინდიც უკეთესია, ლონდონს თუ შევადარებთ. ელაპარაკები აქაურ პოლიტიკის შემქმნელებს და ხედავ, რომ მაღალი დონეა. რაც შეეხება ბიზნესს, ინვესტიციებს - გაცნობიერებული პოლიტიკის შემქნელები ჰყავთ. რეგიონში ყველაზე კარგი ბიზნესგარემო აქაა. თუ დაფუძნდები საქართველოში, უზარმაზარი უპირატესობა გაქვს და შეგიძლია მარტივად გახვიდე ამ ქვეყნებზე. კარგი მარეგულირებელი გარემო, კარგი დაბეგვრის გარემო, ცხოვრების კომფორტული ხარისხი, ეს ძალზედ მიმზიდველი ადგილი გახლავთ. ჩვენი აზრით, შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა.“ - განაცხადა ალექსანდერ ბენარდმა.
Cerberus Frontier-ის წარმომადგენელმა კონკრეტული სექტორებიც დაასახელა, სადაც ბიზნესის განვითარების პოტენციალს ხედავს: „ჩვენ ვფოკუსირდებოდით ენერგოსექტორზე, მაგრამ ახლა ვაფართოებთ არეალს, დიდ შესაძლობებს ვხედავთ ლოგისტიკაში, ტრანსპორტში, სასტუმროების ბიზნესში, - ალბათ იცით, სტატისტიკა ტურიზმთან დაკავშირებით ასტრონომიურ ციფრებს აღწევს. ასე რომ ბევრი შესაძლებლობა არსებობს საქართველოში და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო ადგილია“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა