logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კომპანია Trammo-ს ვიცე-პრეზიდენტი:  მნიშვნელოვანია რეიტინგებში საქართველოს ადგილი, ის თავისუფალია კორუფციისგან და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მარტივი ქვეყანაა
კომპანია Trammo-ს ვიცე-პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია რეიტინგებში საქართველოს ადგილი, ის თავისუფალია კორუფციისგან და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მარტივი ქვეყანაა
15:02 23.10.2019
კომპანია Trammo-ს ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი ფინანსური ოფიცერი უილიამ მარკშტეინი ბათუმში ლოგისტიკური ჰაბის შექმნის პერსპექტივაზე საუბრობს. კერძოდ, ამის შესახებ მან „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ჩატარებულ საინვესტიციო პანელზე „საქართველოს განვითარება - მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობა“ ისაუბრა.

როგორც უილიამ მარკშტეინმა განმარტა, საუბარი შეეხება ცენტრალური აზიიდან ტვირთების ტრანსპორტირებას - ბაქოს გავლით და რკინიგზით ბათუმში. ბიზნესმენის განცხადებით, პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ის დარწმუნებულია, რომ ეს მარშრუტი სტაბილური იქნება. „ეს ძალიან კარგი პროექტია. მოგეხსენებათ, პოლიტიკური სიტუაცია ირანსა და არასტაბილურ ქვეყნებში რთულია და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მარშრუტი სტაბილური იქნება“, - აღნიშნა მან.

უილიამ მარკშტეინის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა მას საინვესტიციო თვალსაზრისით ძალიან საინტერესოს და პერსპექტიულს ხდის, განსაკუთრებით აზია-ევროპის სატრანზიტო მარშრუტებისთვის. ამასთან, მისი ინფორმაციით, უკვე არსებობს ორი ახალი ქარხნის პროექტი უზბეკეთსა და თურქმნეთში: „ხუთი მილიონი ტონა დაახლოებით შვიდ მილიონ ტონამდე გაიზრდება და ეს ტვირთი გლობალურ ბაზარზე გასასვლელს ელის - კასპიის ზღვისა და საქართველოს გავლით. რკინიგზის სისტემის თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურა საკმაოდ კარგია. ვიცით, რომ ძალიან სანდო იქნება ჩვენი პროექტისთვის, რომ შეიქმნას ლოგისტიკური ჰაბი - გვინდა, შევქმნათ ბაქოსა და ბათუმში. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის სტაბილური და ეფექტიანი სავაჭრო მარშრუტი, შეგიძლია დაეყრდნო, რომ მომწოდებლებმა მუდმივად გააგრძელონ პროდუქტების ტრანსპორტირება წარმოების შემდეგ, - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო ფაქტორი ჩვენთვის“, - განაცხადა უილიამ მარკშტეინმა.

კომპანია Trammo-ს ვიცე-პრეზიდენტმა ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოში არსებულ ბიზნესკლიმატს. „კიდევ ერთი საკითხი, ეს არის ზოგადად ბიზნესკლიმატი - მე საინვესტიცო კომიტეტის თავმჯდომარე ვარ და ჩვენი მმართველობის კითხვა არის ყოველთვის შემდეგში: რა მდგომარეობაა საქართველოში კორუფციისა და სტაბილურობის თვალსაზრისით? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გაუმჯობესება, ასევე მნიშვნელოვანია რეიტინგებში საქართველოს ადგილი, ის, რომ - თავისუფალია კორუფციისგან და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მარტივი ქვეყანაა“, - აღნიშნა მან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა