logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: საქართველო გააგრძელებს ლოდერობას რეფორმების მიმართულებით, რაც ბიზნესს ხელსაყრელ კლიმატს შეუქმნის
ნათია თურნავა: საქართველო გააგრძელებს ლოდერობას რეფორმების მიმართულებით, რაც ბიზნესს ხელსაყრელ კლიმატს შეუქმნის
13:25 23.10.2019
თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელზე „ინვესტიცია წარმატებისთვის“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში უცხოელი საინვესტიციო გარემოს ხელსაყრელი გარემოს შესახებ ისაუბრა. ნათია თურნავას განცხადებით, გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაზარდეს.

„2019 წელს ორმა წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ „ფიტჩმა“ და „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუზარდეს - სუვერენული კრედიტის მაჩვენებელი აწიეს სტაბილური პროგნოზით. სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და უცხოელი ინვესტორებისთვის პოზიტიური გზავნილია, რომ საქართველო ლიდერობას გააგრძელებს რეფორმების მიმართულებით, რაც ხელსაყრელ კლიმატს შეუქმნის ბიზნესს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის რეიტინგებში საქართველოს პოზიციონირების შესახებაც ისაუბრა: „ბიზნესის წარმოების სიმარტივით მსოფლიო ბანკის რეიტინგში ჩვენ ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია გვაქვს, თუმცა ამ მიღწევას ყოველთვის გამყარება სჭირდება და ჩვენ ვაგრძელებთ ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობას ყველა მიმართულებით - ეს ეხება კერძო სექტორს, პრივატიზაციას, ნებართვებსა და ლიცენზიებს. ჩვენ დღეს შეგვიძლია ციფრული პლატფორმების გამოყენებით ერთი ფანჯრის პრინციპით საქმეების წარმოება.“

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას, რათა შეიქმნას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და მცირე და საშუალო საწარმოებმა ხარისხის ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილონ.

პანელზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განათლების სფეროში რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მინდა ხაზი გავუსვა განათლების რეფორმას, რაც ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის საფუძველი გახლავთ, ჩვენ გვაქვს ამბიცია ცოდნისა და ინოვაციების ეკონომიკის თვალსაზრისით წინ წავიდეთ. 2022 წელს განათლების ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 6 %-ს მიაღწევს“, -აღნიშნა მან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა