logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აკაკი საღირაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო კორიდორის დიჯიტალიცაზია, რაც შეამცირებს მომსახურების დროს და გაზრდის კონკურენტუნარიანობას
აკაკი საღირაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო კორიდორის დიჯიტალიცაზია, რაც შეამცირებს მომსახურების დროს და გაზრდის კონკურენტუნარიანობას
12:51 23.10.2019
„ერთ-ერთი ძირითადი თემა, რაც აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იქნა განხილული, იყო სატრანსპორტო-ლოგისტიკური საკითხები, გვქონდა როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი შეხვედრები რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებული ფოკუსირება გავაკეთეთ იმ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, რომლებიც ჩვენს კორიდორში წარმოადგენენ მნიშვნელოვან რგოლს“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აკაკი საღირაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მისი განცხადებით, სატრანსპორტო კორიდორების წევრები ერთხმად მხარს უჭერენ პროცესს, რომ მოხდეს კორიდორის დიჯიტალიზაცია. „ეს პროცესი ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს, ამაზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ და ყველამ ცალსახად აღნიშნა, რომ დიჯიტალიზაციის გარეშე ჩვენი კორიდორის კონკურენტუნარიანობა სხვა კორიდორებთან ვერ შედგება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო და კერძო სერვისები ერთი პლატფორმის ქვეშ გავაერთიანოთ, რაც შეამცირებს მომსახურების დროს და გაზრდის კონკურენტუნარიანობას. ამიტომ შევთანხმდით, რომ ჩამოვაყალიბოთ სამუშაო ჯგუფი ამ მიმართულებისთვის“ - აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, შესაძლოა ასევე გადაიხედოს კორიდორის სატარიფო პოლიტიკა, სადაც შეიძლება საჭირო იყოს გარკვეული კორექტირება. „უახლოეს მომავალში დავასრულებთ კვლევას საბორნე და საფიდერო მიმოსვლის შესახებ, რის შემდეგაც შეგვეძლება ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავსახოთ ამოცანები, რა მიმართულებით ვიმუშავოთ. შესაბამისად, ისეთი ღონისძიებები, როგორიც არის თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, იძლევა კარგ საშუალებას, არსებული თუ სამომავლო გეგმები განვიხილოთ უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან“ - განაცხადა საღირაშვილმა.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 22 ოქტომბერს გაიხსნა და 23 ოქტომბერს დასრულდება. ღონისძიებაში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგს მთავრობებსა და ბიზნესებს შორის. ასევე საუკეთესო პლატფორმაა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა