logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა გავხადოთ ეკონომიკურად და ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი
ნათია თურნავა: ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა გავხადოთ ეკონომიკურად და ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი
21:57 22.10.2019
„ინფრასტრუქტურული ტიპის პროექტები საჭიროებს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს და გრძელვადიან ინვესტიციებს და რასაკვირველია ეს ყველაფერი უნდა გავხადოთ ეკონომიკურად და ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საჭიროა ჩატარდეს ფინანსური, კომერციული და საინჟინრო კვლევები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. ნათია თურნავას თქმით, კერძო საჯარო პარტნიორობის შესახებ კანონი, რომელიც საქართველომ 2017 წელს მიიღო საშუალებას იძლევა ბიზნესი შეფასდეს სათანადოდ და არსებობდეს რისკების გაზიარების მექანიზმი, რაც მინისტრის შეფასებით, მეტი ფონდების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. „საჭიროა ჩავატაროთ ფინანსური, კომერციული კვლევები პროექტთან დაკავშირებით, ასევე ტექნიკური და საინჟინრო კვლევები, ვინაიდან უმეტესობა ამ პროექტების ძალიან რთულია საინჟინრო თვალსაზრისით. კვლევები შეიძლება ჩატარდეს, თუმცა გარანტია იმისა რომ პროექტი იქნება 100%-ით მდგრადი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს კანონი კერძო საჯარო პარტნიორობის შესახებ, რომელიც ძალაში 2017 წელს შევიდა, რაც საშუალებას იძლევა კერძო ბიზნესი შეფასდეს სათანადოდ და რისკის გაზიარების მექანიზმი არსებობდეს. აღნიშნული საშუალებას აძლევს კერძო ბიზნეს შემოაბიჯონ ასეთი ტიპის პროექტებში, ამით უფრო მეტი ფონდები იქნება ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“ - აღნიშნა მინისტრმა.

ინფრასტრუქტურული პროექტების მდგრადობაზე საუბრისას, ნათია თურნავამ გარემოს დაცვის კომპონენტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანა ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკურ გადაწყვეტილებების მიღების გზებზე. „თუ განვიხილავთ გარემოს მდგრადობის და კლიმატური ცვლილების კუთხით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინიტრო ყურადღებას ამახვილებს მდგრად განვითარებაზე, ჩვენ ყოველთვის გვაქვს დღის წესრიგში ეს საკითხები, ყოველთვის ყურადღებას ვამახვილებთ ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკურ გადაწყვეტილების მიღების გზებზე. ასევე ისეთი ტრანსპორტის შექმნაზე როგორიცაა მაგალითად დ რკინიგზა და მგზავრთა ტრანსპორტირება სარკინიგზო ტრანსპორტით. ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ და აუცილებელია შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი ბუნება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა