logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: საქართველოს მთავრობამ ინტენსიური რეფორმები განახორციელა, რათა გაძლიერებულიყო სატრანაპორტო ინფრასტრუქტურა
ნათია თურნავა: საქართველოს მთავრობამ ინტენსიური რეფორმები განახორციელა, რათა გაძლიერებულიყო სატრანაპორტო ინფრასტრუქტურა
21:49 22.10.2019
სატრანსპორტო კავშირები არის ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ კავშირების გაძლიერება განხილვების ცენტრშია, როდესაც საქმე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და რეგიონალურ ინტეგრაციას ეხება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელზე, სახელწოდებით „სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მის მიღმა“ საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება საჭიროებს უფრო ძლიერი სატრანსპორტო კავშირებს აზიასა და ევროპას შორის.

„ ამ კონტექსტში, საქართველო შეიძლება იყოს ხიდის ამგები აზიასა და ევროპას შორის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ ინტენსიური რეფორმები განახორციელა, რათა გაძლიერებულიყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მომხდარიყო ქვეყნის უკეთესი ინტეგრაცია სატრანსპორტო ქსელის გლობალურ და რეგიონალური ღირებულების ჯაჭვად.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დიდი რესურსები იხარჯება.

„რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება - ყველა ეს პროექტი ერთად აუმჯობესებს სატრანსპორტო ქსელის მუშაობას, მნიშვნელოვნად ზრდის მის საიმედოობას და შესაძლებლობებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროკავშირის სატრანსპორტო შესყიდვებთან ლეგალურ დაახლოებასა და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ამ სფეროში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწვევს.

დადებულია 100-ზე მეტი ორმხრივი მთავრობათაშორისი სატრანსპორტო ხელშეკრულება, რითაც საქართველო ცდილობს უფრო მეტად შეუწყოს ხელი საერთაშორისო ტრანსპორტირებასა და მობილობას.

„ამასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა საზღვრის ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად და მისი საბაჟო პროცედურების გამარტივებისთვის, რაც ხელს უწყობს საქონლისა და მგზავრების გადაადგილებას და ამის უზრუნველყოიფას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

პანელზე გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა, ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სატრანსპორტო ინიციატივებში, როგორებიცაა TRACECA, CAREC, Lapis Lazuli, შუალედური დერეფანი.

„ყველა ეს ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს. საქართველოს გაუმჯობესებულმა სატრანსპორტო კავშირებმა შეიძლება სარგებელი მოუტანოს არამარტო სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რომლებთაც არ აქვთ პირდაპირი გასასვლელი ზღვაზე, არამედ ჩინეთსა და ევროკავშირს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ახალი ბაზრების ათვისებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე თქმით, ტრანს-ევროპული ქსელის (TEN-T) გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს ევროპა-აზიის კავშირში.
„ჩვენ გვინდა გავაუმჯობესოთ სატრანსპორტო კავშირები შავ ზღვის პორტებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპაში და ევროპიდან საქართველოს პორტების გავლით გადაზიდვები მინიმალურ დროში განხორციელდეს“, - დასძინა ნათია თურავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა