logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავამ ICT-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობა განიხილა
ნათია თურნავამ ICT-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობა განიხილა
21:31 22.10.2019
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს არანჩა გონსალესს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები, მათ შორის: ხარისხის ინფრასტრუქტურის, მცირე და საშუალო მეწარმეობის ინტერნაციონალიზაციის, აგროტურიზმისა და სხვა მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა მომსახურების ექსპორტის მნიშვნელობაზე.

როგორც შეხვედრისას არანჩა გონსალესმა განაცხადა, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი მზად არის, ხელი შეუწყოს საქართველოს და ჩაერთოს, რათა შეიქმნას უფრო მეტი კავშირები ბიზნესებს შორის, მოხდეს პარტნიორების პოვნა, გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა და კომპანიები უფრო პროდუქტიული გახდნენ.

„მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა უფრო ინტენსიური უნდა გახდეს, რაშიც მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ინოვაციურ მიდგომებსა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რომ კომპანიებმა ფეხი აუწყონ თანამედროვე ტენდენციებს. ამაში ჩვენი როლიც აქტიური იქნება“, - განაცხადა არანჩა გონსალესმა ნათია თურნავასთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს კერძო სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის, რათა გაიზარდოს მათი კონკურენტუნარიანობა.
მინისტრმა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ასევე გააცნო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები.

ნათია თურნავას თქმით, ეს პროგრამები ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდას და ეხმარება მათ პროდუქტის ექსპორტში ევროკავშირის ბაზრებზე.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ბაზრების მეტად ათვისება და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა