logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენადი არველაძე: ქვეყანაში გაცილებით მეტი საერთაშორისო მცირე და საშუალო საწარმოები გვჭირდება, რათა უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ
გენადი არველაძე: ქვეყანაში გაცილებით მეტი საერთაშორისო მცირე და საშუალო საწარმოები გვჭირდება, რათა უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ
16:50 22.10.2019
თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის რიგით მესამე ფორუმის ვაჭრობის პანელზე მოხსენებით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საერთაშორისო ვაჭრობასა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. თავის სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ გლობალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშემწყობ რეფორმებსა და სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა.

„საერთაშორისო ვაჭრობა ბიძგს აძლევს კერძო სექტორს განავითარონ ბიზნესები და ქვეყნებს - განავითარონ საკუთარი ეკონომიკა. საერთაშორისო ვაჭრობა ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს გლობალიზაციის პროცესები. მანძილები არ არის ბარიერი ქვეყნებს შორის ვაჭრობისათვის, ჩვენ ვვაჭრობთ მსოფლიოსთან და შესაბამისად, შესაძლებლობები რეალურად ამოუწურავია. ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, მცირე ეკონომიკისთვის, ერთადერთი არჩევანი რომელიც გვაქვს და ჩვენ ამ კუთხით უნდა ვიმოქმედოთ, არის ჩვენი ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მცირე და საშუალო საწარმოებს. გვაქვს კარგი განვითარების მიმართულებები მცირე და საშუალო საწარმოებში, არსებობს სახელმწიფო პროგრამები, ინიციატივები რომლებსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც მთავრობა, რათა მოხდეს მათი ინტეგრირება საერთაშორისო ვაჭრობაში, განვითარდნენ, გაიზარდონ და მოიტანონ უფრო მეტი ვაჭრობის მაჩვენებლები. საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ მცირე და საშუალო საწარმოები უფრო საერთაშორისო გახდნენ. ქვეყანაში გაცილებით უფრო მეტი საერთაშორისო მცირე და საშუალო საწარმოები გვჭირდება, რათა უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ. როდესაც გახდებიან საერთაშორისო, შეძლებენ მოიპოვონ პარტნიორები საერთაშორისო ბაზარზე და გაყიდონ თავიანთი პროდუქტი, იქნებიან ხარისხთან და ფასთან დაკავშირებით კონკურენტუნარიანები. საქართველო არის ის ადგილი სადაც ვთავაზობთ ყველაზე დაბალ საგადასახადო მაჩვენებლებს და ამიტომ საქართველო იყო და არის მიმზიდველი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რათა აწარმოონ საქართველოში“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, რომელიც ქვეყანამ გააფორმა იზიდავს ინვესტიციებს დიდი ეკონომიკებიდან. „საქართველოს გააჩნია ლიბერალური ეკონომიკა მსოფლიოში და ჩვენ ვამაყობთ ამით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ხელშეკრულებას და ამავე დროს გვაქვს ხელშეკრულება ხელმოწერილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს იზიდავს ინვესტიციებს დიდი ეკონომიკებიდან“ - აღნიშნა არველაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა