logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნურიელ რუბინი: მივესალმები საქართველოს მთავრობის ინიციატივას გააღრმაოს განათლების რეფორმა, გაზარდოს სამუშაო ძალის უნარები, რათა მოხდეს ციფრული და გლობალური ეკონომიკის გადარჩენა
ნურიელ რუბინი: მივესალმები საქართველოს მთავრობის ინიციატივას გააღრმაოს განათლების რეფორმა, გაზარდოს სამუშაო ძალის უნარები, რათა მოხდეს ციფრული და გლობალური ეკონომიკის გადარჩენა
13:49 22.10.2019
„აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნითი პანელის - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური ი ზრდის მოდელები” ფარგლებში, ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს-სკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინმა დადებითად შეაფასა ის სატრანსპორტო და ეკონომიკური პროექტები, რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს და ამ კონტექსტში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება. „ქვეყნებს შორის, რეგიონებს შორის, ევროპასა და აზიას შორის ურთიერთდაკავშირებულობა ძალზე მნიშვნელოვანია, რათა მივიღოთ ეკონომიკური ზრდა ქვეყანასა და რეგიონში. არსებობს მთელი რიგი ინიციატივები უფრო მეტი ინვესტიციებისთვის, ინფრასტრუქტურებისთვის რკინიგზასა და პორტებში, მათ შორის ერთი სარტყელის ინიციატივა, აბრეშუმის გზის ინიციატივა, ეს ქვეყანა ხდება მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი.“ - განაცხადა რუბინმა.

ღინისძიების მოდერატორმა ასევე ისაუბრა საქართველოს პოტენციალზე ენერგეტიკის მიმართულებით და აღნიშნა, რომ ქვეყანას ძალიან ბევრი შეუძლია გააკეთოს სუფთა ენერგეტიკის სექტორში. „ქვეყანას ძალიან ბევრი შეუძლია გააკეთოს სუფთა ენერგეტიკის მიმართულებით, ჰიდროელექტროსადგურების, ქარის და მზის ელექტროსადგურების მიმართულებით“ - აღნიშნა რუბინმა.

პროფესორმა განათლების სფეროში რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე რეფორმები ამ მიმართულებით. „გაკვეთილი რამდენიმე ათწლეულისა გახლავთ ადამიანური კაპიტალი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ინფრასტრუქტურული კაპიტალი, ზოგიერთ ქვეყანაში ფაქტიურად არ გააჩნიათ ბუნებრივი რესურსები, მაგალითად კორეას, იაპონიას, იზრაელს, სინგაპურს, და ისინი მაღალი შემოსავლების ქვეყნები გახდნენ იმით, რომ ინვესტიციას ახდენენ საკუთარ ხალხში, უნარებში, განათლებაში, ამიტომ მივესალმები საქართველოს მთავრობის ინიციატივას, გააღრმაოს განათლების რეფორმა, გაზარდოს სამუშაო ძალის უნარები, რათა მოხდეს ციფრული და გლობალური ეკონომიკის გადარჩენა.“ განაცხადა ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს სკოლის ეკონომიკის პროფესორმა.

საქართველოზე საუბრისას, რუბინმა ერთ-ერთ გამოწვევად სამუშაო ძალის სახით ქალთა ნაკლები ჩართულობა დაასახელა. როგორც გამომსვლელმა აღნიშნა, სამუშაო ბაზრის გაუმჯობესების კუთხით ბევრი რამ კეთდება და პროდუქტიულობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ქალთა მეტი ჩართვა სამუშაო ძალაში და პროფესიული განათლების გაღრმავება.

ნურიელ რუბინმა აღნიშნა, რომ საქართველომ გააუმჯობესა მართვის კომპონენტი და ბიზნესის დაფუძნება ქვეყანაში მარტივია. შეხვედრის მოდერატორი ამ კუთხით მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს და ძირითად გამოწვევებსაც შეეხო: „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ მართვაში გაუმჯობესება, საქართველოში ძალიან მარტივია კომპანიის შექმნა და მთავრობას აქვს გადაწყვეტილება მიიღოს გაკოტრების კანონი, ასევე საჭიროა სასამართლო რეფორმის გამყარება უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის და ანგარიშგებისთვის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა