logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: საქართველო სამაგალითო ქვეყანაა ძალიან ბევრ სფეროში. აქ გატარდა ეფექტური რეფორმები და ჩვენ ვეცდებით გარკვეული ნაწილი გადმოვიღოთ
უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: საქართველო სამაგალითო ქვეყანაა ძალიან ბევრ სფეროში. აქ გატარდა ეფექტური რეფორმები და ჩვენ ვეცდებით გარკვეული ნაწილი გადმოვიღოთ
13:36 22.10.2019
საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის როლზე, საქართველოში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა უზბეკეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ ელიორ განიევმა. თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ პანელზე სიტყვით გამოსვლისას ელიორ განიევმა განაცხადა, რომ უზბეკეთი საქართველოში ჩატარებული რეფორმების შესწავლას გეგმავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების შესწავლა. ეს ქვეყანა სამაგალითოა ძალიან ბევრ სფეროში. საქართველოში გატარდა ეფექტური რეფორმები და ჩვენ ვეცდებით გარკვეული ნაწილი გადმოვიღოთ. საქართველომ ტურიზმის მიმართულებით ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია.“ - განაცხადა განიევმა.

უზბეკეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ სატრანზიტო დერეფნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენს რეგიონში თანამშრომლობას ახალ ეტაპს წარმოადგენს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ეს საშუალებას გვაძლევს, ჩამოვაყალიბოთ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ერთმანეთს ცენტრალურ აზიას, კავკასიას, ევროპას აკავშირებს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დერეფანი საშუალებას მოგვცემს შევქმნათ სრულიად ახალი პირობები დიდი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის“.

ელიორ განიევმა ქართული პორტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველო სატრანზიტო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, ტვირთების ნაკადი, რომელიც საქართველოზე გაივლის მაღალ ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფოთის პორტი, ეს არის შავ ზღვაზე უახლოესი პორტი ზღვაზე უზბეკეთისთვის ჩვენ, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და სხვა ქვეყნები დაინტერესებულები ვართ, რომ სატრანსპორტო დერეფანი ეფექტურად ფუნქციონირებდეს. დიდი პოტენციალი აქვს ბათუმის პორტს, ასევე ანაკლიის მშენებარე პორტს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი და აღვადგინოთ აბრეშუმის ძველი გზა“, -აღნიშნა მან.

ელიორ განიევის განცხადებით, 2017 წლის ფორუმმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობას აქტიურ განვითარებას ბიძგი მისცა. საქონლის ბრუნვა ქვეყნებს შორის 30 %-ით გაიზარდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა