logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლიუ ჰუი: გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო მოუცულობამ ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო წელს, პირველ ნახევარში უკვე 900 მილონ დოლარს მიაღწია
ლიუ ჰუი: გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო მოუცულობამ ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო წელს, პირველ ნახევარში უკვე 900 მილონ დოლარს მიაღწია
13:21 22.10.2019
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელში „მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები“ მიიღო მონაწილეობა და პროექტის ფარგლებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჩვენ შევქმენით ქსელი, რომელიც მოიცავს 6 კორიდორს, 6 ურთიერდაკავშირებულ მარშრუტს და არაერთ ქვეყანასა და პორტს. როგორც ვიცით საქართველო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენ, ჩინეთ- საქართველოს შორის მოეწერა და ძალაში შევიდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, როგორც ვიცით, ეს არის ჩვენს მიერ ამ რეგიონში ხელმოწერილი პირველი ამგვარი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო მოუცულობამ ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო წელს, პირველ ნახევარში კი უკვე 900 მილონ დოლარს მიაღწია“, - აღნიშნა ჩინეთის წარმომადგენელმა.

ლიუ ჰუის განცხადებით, ჩინური კომპანიების ინვესტიციებით საქართველოში არაერთი საწარმო და კომპანია მუშაობს სხვადასხვა სექტორში. „ვიცით, რომ საქართველო არის ყველაზე მოკლე მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის, მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელი ფორუმი, ეს არის ძალიან მაღალი დონის ფორუმი, რომელსაც მოყვება ფართო გამოხმაურება საზოგადოების და მთავრობების მხრიდან. ეს სწორედ გამოხატულებაა აბრეშუმის გზის სულისკვეთების, დიდი იმედი გვაქვს რომ დღევანდელ ფორუმზე მონაწილე კომპანიები და მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში და უფრო კარგად ითანამშრომლებენ“, - აღნიშნა მან.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელმა თავის გამოსვლისას სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინეთში ჩაატაროს პრეზენტაცია, ფორუმი, რომლის მიზანი იქნება უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში ჩინეთიდან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა