logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით, ჩვენი ქვეყანა რეგიონში უნიკალურია და დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს ინვესტორებს
გიორგი გახარია: ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით, ჩვენი ქვეყანა რეგიონში უნიკალურია და დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს ინვესტორებს
12:02 22.10.2019
„საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართულობას. სწორედ აღნიშნულის მისაღწევად საქართველოში ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიც არის: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ასევე ხორციელდება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, მაღალ ჩქაროსნულ ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურაში სერიოზული ინვესტიციები. ასევე აღსანიშნავია, ყველაფერი რაც ხდება საქართველოს შავი ზღვისპირეთში. ჩვენი ნავსადგურები, როგორც მოდერნიზაციის, ასევე ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გავუსვა ”აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ჩართვის მნიშვნელობას, ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით.

„მოგეხსენებათ, ეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, ერთის მხრივ, ჩინეთთან, მეორეს მხრივ, ევროკავშირთან, რომლითაც დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონში არის უნიკალური - დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია ენერგეტიკული დერეფნების განვითარება. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ცდილობს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა გადათარგმნოს კონკრეტულ პროექტებში და შესაბამისად, შეასრულოს ენერგეტიკული დერეფნის როლი. აქედან საქართველო მიესალმება და მხარდაჭერას უცხადებს “სამხრეთ გაზის დერეფნის” განვითარებას, სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოებას, ასევე ტრანს-ადრიატიკული მილსადენისა და ტრანს-ანატოლიური მილსადენის განვითარებას, რომელსაც „ენერგიის აბრეშუმის გზადაც“ მოიხსენიებენ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა, ასევე ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ფორუმის მსვლელობისას სხვადასხვა პანელებზე იქნება საუბარი.

„21-ე საუკუნე აღიარებულია, როგორც ციფრული ერა და შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიები სწრაფი ტემპებით განვითარება უკვე მნიშვნელოვნად ახდენს მსოფლიოს ტრანსფორმაციას სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით.

თუმცა, ამ მხრივ არსებობს სერიოზული გამოწვევებიც და რისკები, თუნდაც კიბერუსაფრთხოება, ადამიანის უფლებების, კონფიდენციალურობის და თუნდაც სამუშაო ადგილების რაოდენობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით. დღევანდელი ფორუმი სწორედ ის პლატფორმაა, სადაც ჩვენ შეგვიძლია აღიშნულ საკითხებზე ვიმსჯელოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა