logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: საქართველოს თავისი სტრატეგიული მდებარეობით აქვს უზარმაზარი პოტენციალი გახდეს ჰაბი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობის ხელშესაწყობად
გიორგი გახარია: საქართველოს თავისი სტრატეგიული მდებარეობით აქვს უზარმაზარი პოტენციალი გახდეს ჰაბი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობის ხელშესაწყობად
11:59 22.10.2019
საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა წარმოადგენს ეკონომიკის განვითარებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და მთავრობების მიერ განხორციელებული სავაჭრო რეფორმების საბოლოო ბენეფიციარი. შედარებით მცირე ადმინისტრაციული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ბარიერები, გამარტივებული და ჰარმონიზებული სავაჭრო პროცესები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რეგიონში არსებული მულტინაციონალური მოთამაშეებისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი გარემოს შექმნა, არასატარიფო ბარიერების მოხსნა, საზღვრის კვეთის და სხვა ადმინისტრაციული პროცედურების შემსუბუქება.

„ხაზგასასმელია, რომ ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის გამტარებელია, იმპორტირებული საქონლის 80%-ზე მეტი 0%-იანი იმპორტის გადასახადით იბეგრება. გამარტივებული საბაჟო პროცედურები და მინიმალურია არასატარიფო ბარიერები.

საქართველო, როგორც მხოლოდ 3.7 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი, შესაძლოა ვინმემ მიიჩნიოს არა მიმზიდველად. თუმცა, თუ შევხედავთ საქართველოს, როგორც რეგიონულ ჰაბს, მნიშვნელოვან განსხვავებას მივიღებთ. ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ, როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის.

ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსთან ერთად, საქართველოში თქვენ დაგხვდებათ საინვესტიციო პრეფერენციები, რომლებიც გაძლეთ საშუალებას, 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომისთვის. სამომხმარებლო ბაზრების ძირითადი ინფრასტრუქტურა იმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც დღეს საქართველოს უკვე აქვს: ეს არის, როგორც მოგახსენეთ, ჩინეთის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ეს არის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. ეს არის დსთ-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ასევე, თურქეთთან, უკრაინასთან. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის მოლაპარაკებები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინდოეთთან და ისრაელთან.

შესაბამისად, საქართველოს თავისი სტრატეგიული მდებარეობით ევროპასა და აზიას შორის, კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურით, ბიზნესზე მორგებული პოლიტიკით, ძლიერი რეგიონული და რეგიონს გარე სავაჭრო ურთიერთობებით, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს ჰაბი და როგორც ისტორიულად, დღესაც განაგრძოს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობის ხელშესაწყობად, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია სატრანსპორტო ქსელები და ინფრასტრუქტურა.

„დღევანდელ სამყაროში, აზიასა და ევროპას შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარება არამარტო შესაძლებლობა, არამედ აუცილებლობაცაა, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციების კიდევ უფრო გაძლიერებისათვის როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამ საკითხში, საქართველო დღეს წარმოადგენს სანდო და მყარ პარტნიორს. საქართველო ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის - ტრასეკას წევრია მისი დაარსების დღიდან. ამასთან, 2016 წელს შევუერთდით ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამას და მას შემდეგ, აქტიურად ვთანამშრომლობთ წევრ ქვეყნებთან. აზიისა და ევროპის უმოკლესი გზით დასაკავშირებლად, საქართველო ასევე ჩართულია სხვადასხვა ინიციატივაში ახალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიზნით, როგორიცაა შუა დერეფანი, ლაპის ლაზული და სხვა”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა