logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი თხელიძე: TBC ბანკს „პროგრეს ბანკის“ შესყიდვისას ბანკის საქმიანობა არ შეუსწავლია, მხოლოდ ფასთან შესაბამისობა დაადგინა
გიორგი თხელიძე: TBC ბანკს „პროგრეს ბანკის“ შესყიდვისას ბანკის საქმიანობა არ შეუსწავლია, მხოლოდ ფასთან შესაბამისობა დაადგინა
14:43 21.10.2019
„TBC ბანკმა „პროგრესბანკის“ შესყიდვისას ჩატარებული აუდიტის დროს მხოლოდ ფასთან შესაბამისობა დაადგინა“ - ამის შესახებ TBC ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძემ „იმედის კვირასთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

იმედის კვირის სიუჟეტიდან ირკვევა, რომ TBC ბანკმა „პროგრეს ბანკის“ შესყიდვის დროს ჩაატარა აუდიტი. თუმცა კვლევის საგანი არა ბანკის საქმიანობის შესწავლა, არამედ ღირებულების ფასთან შესაბამისობა იყო.

კითხვაზე - აუდიტორული კომპანიის დასკვნა ეხებოდა მხოლოდ ფინანსურ ღირებულებას, თუ კონკრეტულ ტრანზაქციებსაც სწავლობდა, თხელიძემ განაცხადა:

„ჩვენი ძირითადი მიზანია, დავადგინოთ აქტივის ღირებულება, რომელშიც უნდა გადავიხადოთ ფასი ან საერთოდ უარი ვთქვათ. შესაბამისად, ამ შეფასების და ანალიზის ძირითადი მიზანი იყო აქტივების ღირებულების დადგენა. ჩვენ მოვახდინეთ აქტივების და ვალდებულებების ღირებულების შეფასება იურიდიული და აუდიტური კომპანიების დახმარებით."

მამუკა ხაზარაძის ეჭვების დასადასტურებლად, რომ "პროგრეს ბანკში" ფულს ათეთრებდნენ, "იმედის კვირა" TBC ბანკს დაუკავშირდა და იმ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის მიწოდება სთხოვა, რომელიც არც ეროვნულ ბანკში მოიპოვება და არც საზოგადოებას უნახავს თვალით, თუ არ ჩავთვლით "მთავარი" არხის საგამოძიებო სერიალს, სადაც ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ სიუჟეტი სწორედ ხსენებულ დასკვნაზე დაყრდნობით მომზადდა.

როგორც "იმედის კვირის" სიუჟეტში აღინიშნა, "თუ დავუშვებთ, რომ მამუკა ხაზარაძის ინფორმაცია "პროგრეს ბანკში" "საეჭვო" ტრანზაქციების თაობაზე მართალია, გამოდის, რომ მან პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება მისცა". მისივე ნაამბობის თანახმად, "პროგრეს ბანკის" ყიდვა უნდოდა, თუმცა საერთაშორისო აუდიტორებმა მხოლოდ ე.წ. ჯანსაღი აქტივების შეძენა ურჩიეს. ყოფილი ბანკირი ეჭვობდა, რომ "პროგრეს ბანკში" სავარაუდოდ ფულს ათეთრებდნენ. მაშინ არაფერი უთქვამს. იმ ქვეყნის კანონით, სადაც მამუკა ხაზარაძე ცხოვრობს, დანაშაულის შეუტყობინებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია, ისევე, როგორც ფულის გათეთრება, რასაც თავად მას ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება ედავება. მისი ბრალდების საქმეში მტკიცებულებები უცხოელმა ექსპერტებმა შეისწავლეს. ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნით, მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება ხაზარაძისა და ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანი ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა იყო, რაც ფულის გათეთრებაა და მისი პრედიკატი დანაშაული თაღლითობა იყო“.

ამგვარად, გაუგებარი რჩება, რა აუდიტორულ დასკვნაზე საუბრობს მამუკა ხაზარაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა