logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
ლევან დავითაშვილი ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
14:25 21.10.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ზემო ავსტრიის სახელმწიფო საბჭოს დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრი მაქს ჰეიგელსბერგერი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სოფლის მეურნეობის დარგში ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ავსტრიელ მეგობრებს ვმასპინძლობთ. მსურს მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს მხარდაჭერისა და არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებისთვის. მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას როგორც ცოდნის გაზიარების, ისე დარგობრივი საქმიანობის კუთხით. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა მჭიდრო და წარმატებული იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მემორანდუმის ფარგლებში, ავსტრიელი სპეციალისტები მარცვლეული კულტურების ახალი ჯიშების საქართველოში დანერგვისა და გამოცდის, ასევე აგროტურიზმის განვითარების მიმართულებით ქართველ კოლეგებს ცოდნას გაუზიარებენ. მხარეებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება მარცვლეული კულტურების პროდუქტიულობის გაზრდის, მეთესლეობის დარგის განვითარების, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ტყისა და მთის მდგრადი მართვისა და დარგობრივი განათლების მიმართულებითაც.

როგორც ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მაქს ჰეიგელსბერგმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო ევროპული ქვეყანაა და მას ავსტრიასთან ბევრი საერთოც აქვს.
„დღეს, საქართველოში ვიმყოფებით, რომ დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა არაერთი მიმართულებით. ჩვენ ქვეყნებს ბევრი რამ აქვს საერთო, მათ შორის მცირე მეურნეობები. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნებს შორის აგრარულ დარგში თანამშრომლობის მიმართულებით, პირველი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გვექნება განათლების, აგროტურიზმის და ბიომასის წარმოების განვითარების მიმართულებით წარმატებულად ვითანამშრომლოთ“,- განაცხადა მაქს ჰეიგელსბერგერმა.

ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა და მაქს ჰეიგელსბერგერმა პრესკონფერენციის ფორმატში ავსტრიელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისი ოფისის ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი, მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, ხატია წილოსანი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა