logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
15:22 20.10.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს:

„20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“-ში დღესდღეობით 116 ავიამეთვალყურეა დასაქმებული. თითოეულ მათგანს გულითადად ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს!

ყურადღების მუდმივი კონცენტრაცია, ფსიქოლოგიური წნეხი და უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ავიამეთვალყურეს აკისრია, მას მსოფლიოში ერთ-ერთ ურთულეს პროფესიად აქცევს. ისინი ზრუნავენ ხმელეთიდან ცაში საჰაერო ხომალდების დროულ, თანმიმდევრულ და უსაფრთხო გადაადგილებაზე.

ჩვენ გვყავს მართლაც პროფესიონალი, უმაღლესი კვალიფიკაციის ავიამეთვალყურეები - თითოეული მათგანის მაღალი კვალიფიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციების - ICAO-ს და EUROCONTROL-ის მიერ გაცემული სერთიფიკატებით არის აღიარებული. ისინი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ არაერთ პროექტში არიან ჩართულები და რაც განსაკუთრებით გვეამაყება - რამდენიმე მათგანი ხელმძღვანელობს კიდეც მნიშვნელოვან ჯგუფს და წარმატებით გააქვთ საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე.

ავიამეთვალყურის პროფესია საპატიო და მნიშვნელოვანია საქართველოს საავიაციო სფეროს უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები და მატულობს ახალი ავიარეისები.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, პირად და პროფესიულ წარმატებებს!“-ნათქვამია მისალოც განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა