logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის (UNICRI) ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთი სპიკერი იქნება
გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის (UNICRI) ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთი სპიკერი იქნება
16:07 19.10.2019
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „ინოვაციებით გამოწვეული ზრდა - აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად“ ერთ-ერთი სპიკერი გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის (UNICRI) ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე იქნება.

ირაკლი ბერიძე 2014 წლიდან უძღვება მის მიერ ინიცირებულ გაეროს პირველ პროგრამას ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის მიმართულებით. მის სახელს უკავშირდება გაეროს გენერალურ ასამბლეასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება, გავრცელებულ საფრთხეებთან და რისკებთან გამკლავების გუნდური გადაჭრის გზების მოძიება, აგრეთვე იმ გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება, რომელთა საშუალებითაც AI-ს შეუძლია ხელი შეუწყოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ირაკლი ბერიძეს აქვს 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება მრავალმხრივ მოლაპარაკებებში. ასევე მთავრობებთან, გაეროს სააგენტოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კვლევით ცენტრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და სხვა პარტნიორებთან, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის პროგრამების შემუშავებაში.

ირაკლი ბერიძე სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის წევრია, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ხელოვნური ინტელექტის გლობალური საბჭოსა და ევროკომისიის ხელოვნური ინტელექტის მაღალი დონის საექსპერტო ჯგუფის წევრი. იგი ასევე არის მთავრობათა და საერთაშორისო ორგანიზაციების მრჩეველი საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ განვითარებასთან, განვითარებად ტექნოლოგიებთან, ინოვაციებთან და ახალი ტექნოლოგიების მზარდ პოტენციალთან დაკავშირებულ მრავალ საკითხში, განსაკუთრებით დანაშაულის პრევენციის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

ირაკლი ბერიძე ხშირად კითხულობს ლექციებს და ატარებს შეხვედრებს ისეთ თემებზე, რომლებიც ეხება ტექნოლოგიურ განვითარებას, ექსპონენციალურ ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს და რობოტექნიკასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას. არის ავტორი საერთაშორისო გამოცემებში დაბეჭდილი მრავალი პუბლიკაციისა.

2013 წელს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისთვის (OPCW) მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გადაცემის დროს იყო ჯილდოს მიმღები პირი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა