logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კოვზანაძე: 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შრომატევადი სამუშაო გველოდება
ირაკლი კოვზანაძე: 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შრომატევადი სამუშაო გველოდება
18:48 18.10.2019
მომავალი, 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ძალიან შრომატევადი და სკურპულოზური მუშაობა გველოდება. ბიუჯეტის პირველად ვერსიაზე გვქონდა დეტალური და სიღრმისეული განხილვა, აზრთა გაზიარება, შენიშვნებიც და რეკომენდაციებიც. ეს არის საბიუჯეტო პროცესი და ეს არის სწორედ საპარლამენტო დემოკრატია- განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე. ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთავრობას ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

რაც შეეხება 2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველად პროექტს, როგორც კოვზანაძემ აღნიშნა კანონპროექტში წარმოდგენილია ეკონომიკური სტაბილურობისთვის საჭირო ყველა აუცილებელი პარამეტრი. მათ შორის ბიუჯეტი მშპ-ს 5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი; ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის 2,7%-ის დონეზე, შენარჩუნების პირობებში, კიდევ უფრო გაზრდილია თანხები სოციალური მიმართულებებით. „პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები ძირითადად დაფინანსების ზრდას უკავშირდება საქართველოს ეკონომიკის და სხავადასხვა მიმართულებების გასაძლიერებლად, რომელიც ვფიქრობთ, რომ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ .

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, სადაც უმრავლესობის და ოპოზიციის მხრიდან ჯამში 100- მდე კითხვა დაისვა. საბოლოოდ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც შენიშვნებით და რეკომენდაციებით მთავრობას უკან დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ქვეყანა 14 მილიარდ 212 მილიონს დახარჯავს, 800 მილიონი ლარით მეტს ვიდრე 2019 წელს. მომავალი წლიდან დაგეგმილია პენსიებისა და ხელფასების ზრდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა